E „ჯვარი - უდიდესი დაცვაა, გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული!“ - 25 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 25 » „ჯვარი - უდიდესი დაცვაა, გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული!“
14:38
„ჯვარი - უდიდესი დაცვაა, გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული!“
(როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო)

ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი „მონოპოლია“ არ აქვს, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც, ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. გვსურს, პასუხი გავცეთ ჩვენს ოპონენტებს.

ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერებში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, - X და მისგან წარმოებული ციფრები).

ქრისტიანობაში ჯვარი პრინციპულად ახალ, უჩვეულო მნიშვნელობას იძენს, რომელიც მანამდე არსად, არცერთ კულტურულ მემკვიდრეობაში არ ჩანს. ჯვარი ხდება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა! სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღი - ჯვარცმა ცხონების სიმბოლოდ იქცა! რომის იმპერიის მოქალაქენი არ ექვემდებარებოდნენ ამგვარ სამარცხვინო სასჯელს. თუმცა ის, რაც სამარცხვინო იყო რომაელთათვის, სრულიად საპირისპიროდ შემოტრიალდა ქრისტიანთათვის და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და თაყვანისაცემ რელიგიურ სიმბოლოდ მოგვევლინა!

ჯვრის სიმბოლო რომის იმპერიაში საყოველთაოდ IV საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. ტრადიციულად, ეს უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს, რომელსაც 312 წელს ჰქონდა ჩვენება: ზეცაზე ჯვარი გამოისახა წარწერით „ამით სძლიე!“ იმპერატორი თავისი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ ჯვრით გაემართა და მტერს სძლია. მას შემდეგ ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

კონსტანტინეს ეპოქამდე ქრისტიანები თავს იკავებდნენ ქრისტეს ჯვრისა და, მითუმეტეს, ჯვარცმის აშკარად გამოსახვისაგან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯვრის სიმბოლო მანამდე ქრისტიანულ სინამდვილეში არ არსებულა.

მრავალი მოწმობის თანახმად, ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს მიერ სამყაროს გამოხსნის იარაღი, ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო! ეკლესიის მამები ამ თაყვანისცემაზე საუბრობენ, როგორც მოციქულთა გარდამოცემაზე, ანუ იმ ტრადიციაზე, რომელსაც დასაბამი თავად მოციქულებმა - ქრისტეს პირველმა მოწაფეებმა დაუდეს. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეს ცოდნა მიეკუთვნება დისციპლინაე არცანაე-ს („საიდუმლო სწავლება“ ან „სწავლების საიდუმლო“), რომელიც დამკვიდრებული იყო ქრისტიანულ სარწმუნოებასა და მის წეს-ჩვეულებებში და რაც საიდუმლოდ იყო დაცული წარმართაგან.

როგორც ჩანს, ჯვრის ტრადიციის შესახებ წარმართებისთვის რაღაც მაინც იყო ცნობილი, რადგან მრავალი ქრისტიანი ღიად და მამაცურად თაყვანს სცემდა ჯვარს. წმიდა კვიპრიანე კართაგენელის ბიოგრაფის, პონტეს მოწმობით, III საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს შუბლზე გამოისახავდა; ქრისტიანებზე დევნის დროს სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევდნენ მათ და საწამებელად გადასცემდნენ. შემონახულია არქეოლოგების მიერ ნაპოვნი III საუკუნის ჭურჭელი, რომელზეც დატანილია ადამიანის სახის გამოსახულება ჯვრით შუბლზე.

VII მსოფლიო კრების დადგენილებებიდან ცნობილია, რომ III საუკუნეში, დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს, წმიდა მოწამეებს პროკოპსა და ორესტის ჯვარი მკერდზე ჰქონდათ გამოსახული.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ წარმართები ქრისტიანებს დაცინვით ცრუციცოლაე-ს (ჯვრისთაყვანისმცემლებს) უწოდებდნენ. მათ ეგონათ, რომ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ფეტიშს ან კერპს.

რომსა და პომპეიში გათხრებისას ნაპოვნ საყოფაცხოვრებო საგნებზე ჯვრის ან ჯვარცმის მხოლოდ ალეგორიული გამოსახულება გვხვდება. ასევე მრავლად გვხვდება ჯვრის სიმბოლოები და სხვადასხვაგვარი ფორმა, მაგალითად ღუზა ან ქრისტეს სახელის პირველი ასო - X, რომელსაც ასევე უწოდებდნენ ცრუხ დეცუსსატა (რომაული ციფრი ათის გამოსახულების გამო).

ჯვრის თაყვანისცემის უძველეს ჩვეულებას ადასტურებენ II-III საუკუნეში ტერტულიანე, ორიგენე და სხვები.

ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს უნდა ემსგავსოს! წმიდა მოციქული პავლეს სიტყვებით: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისატვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა“ (გალატელთა მიმართ ეპისტოლე, თ. 6, 14). ეს ციტატა და მოციქულთა სხვა გამონათქვამებიც მოწმობენ იმაზე, რომ ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა ქრისტიანული ეკლესიის დასაბამითგანვე არა მხოლოდ გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი სიმბოლო, არამედ იგი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრალური ცნება.

ქვემოთ მოყვანილია წმიდა მამების გამონათქვამები ჯვრის შესახებ, რაც არის დასტური იმისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის დასაბამიდან ჯვარი მისი განუყოფელი ცენტრალური სიმბოლოა.

ტერტულიანე ქრისტიან ქალს მოძღვრავს, არ იქორწინოს წარმათზე და სხვა მოსაზრებების გარდა ასეთ კითხვას უსვამს: „შესძლებ თუ არა, ფარულად გამოისახო პირჯვარი ან გადასახო ჯვარი შენს საწოლს?“
ტერტულიანე (II საუკუნე)

„თუკი შენ, იუდეველი, გვსაყვედურობ, რატომ ვცემთ თაყვანს ჯვრის ძელს, როგორც უფალს, მაშინ რატომღა არ სდებ ბრალს იაკობს, რომელიც თაყვანს სცემდა თავისი კვერთხის წვერს: „სარწმუნოებით იაკობმან...თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა“ (ებრ. 11, 21). სავსებით ცხადია, რომ მან თაყვანი სცა არა ხეს, არამედ მისი მეშვეობით იოსებს, ისევე, როგორც ჩვენ ჯვრის თაყვანისცემით ვადიდებთ ქრისტეს და არა ხეს.“
ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი (III საუკუნე)

„დაე, ნუ შეგვრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი; ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯნებს, რომელთაგან ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარიბჭეებზე. გამოვისახოთ პირჯვარი, როცა ვიძინებთ, როცა ვიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როცა ვისვენებთ. ჯვარი - უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული.“
წმიდა კირილე იერუსაიმელი (IV საუკუნე)

„თუკი იგრძნობ, რომ გული შენი ღიზიანდება და მძიმდება, პირჯვარი დაიწერე და ამ გზით დაიცავი მკერდი შენი.“
წმიდა იოანე ოქროპირი (IV საუკუნე)

„განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!“
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV საუკუნე)

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მარიამ გაგუამ
„საპატრიარქოს უწყებანი“, №21, 2005 წ.

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1126 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024