ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა მშობლისა მიმართ. ბაგითა ჩემითა მით ცოდვილითა, ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული.
უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთამარანგელოზნი და ანგელოზნი, ურიცხვნი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო; ოდეს ღვაწლითა თვისითა განბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი?
ვითარ სახელ გსდვა? არა უწყი. დამიდუმდა ენა ჩემი წინაშე დიდებისა შენისა. ვიცი ოდენ, რომ ჩვენთანა ხარ და არა განგ
... კითხვის გაგრძელება »
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა! ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს; ქრისტე აღდგა! სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს; ქრისტე აღდგა! ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: "ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც" მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენ საშოშია". რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა... გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.
საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა.
მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა.
წმიდა იოაკიმე და ანა - ყველაზე უვნებელი მეუღლეების წყვილი
- წმიდაო მამაო, ცოტაოდენი რამ წმიდა იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის მშობლების შესახებ გვიამბეთ. ერთხელ თითქოს აპირებდით, რომ ამაზე გესაუბრათ.
- ბავშვობის წლებიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას ვგრძნობდი. იმასაც კი ვითხოვდი, - რომ ბერად აღკვეცის შემდეგ ჩემთვის იოაკიმე დაერქმიათ. როგორ დავალებულები ვართ მათგან! წმიდა იოაკიმე და ანა ამ ქვეყნად ოდესმე არსებულ ცოლ-ქმარს შორის ყველაზე უვნებელი წყვილი იყო. მათში საერთოდ არ არსებობდა სიბრძნე ამა სოფლისა.
სწორედ ამგვარად შექმნა ღმერთმა ადამიანი და მას სურდა, რომ ადამიანები სწორედ ამგვარადვე - უვნებლად დაბადებულიყ
... კითხვის გაგრძელება »
გადმოწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და შოთა ნადირაშვილმა ისაუბრეს სიყვარულის, სიკეთის და ბოროტების შესახებ. ძალიან საინტერესო საუბარია გირჩევთ ყველამ უყუროთ!!!