1981 წელს ათონის წმიდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი უდიდებულესი მოწმობა XX საუკუნის ადამიანებისადმი ღმრთის დედის გამოუთქმელი წყალობისა.იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის უცვლელი მცველი იყო.
15 წლის მანძილზე იგი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა წმიდა ხატთან ერთად, რომლისაგან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იგი ტანჯვა-წამებით მო***ს ღმერთის მოძულე ადამიანებმა.
მაგრამ ბოროტი სული ამითაც არ დაკმაყოფილდა: სულ მალე, 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.