E წმინდა დიმიტრი როსტოველი – მემთვრალეობის ათი მწარე მტევანი - 25 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 25 » წმინდა დიმიტრი როსტოველი – მემთვრალეობის ათი მწარე მტევანი
11:16
წმინდა დიმიტრი როსტოველი – მემთვრალეობის ათი მწარე მტევანი

ძველ ელინთა შორის ცნობილი ბერძენი ანაქარსისი ამბობს, რომ ვაზს სამგვარი მტევანი გამოაქვს: პირველი მტევანი – დატკბობა, მეორე – დათრობა, და მესამე – მწუხარება. ფილოსოფოსი ამას ამგვარად განმარტავდა: ღვინის ზომიერი მოხმარება ადამიანს სიამოვნებას გვრის და მის ჯანმრთელობას შეეწევა, და ამასთან, წყურვილსაც უკლავს, კუჭს სიმაგრეს მატებს, და გულს განამხიარულებს; უზომო სმა კი ბადებს ჩხუბს, იწვევს მრისხანების აფეთქებას, უბიძგებს ცემა-ტყეპისაკენ, რასაც, ჩვეულებისამებრ, არცთუ მცირედი მწუხარება მოსდევს. ხოლო ჩვენ კი, თუ ყურადღებით განვიხილავთ ლოთობის ძალას და მას ვაზს ვუწოდებთ, მაშინ მასზე შევამჩნევთ არა სამ ზნეობრივ მტევანს, რომელსაც ადამიანისათვის ვნება და წუხილი მოაქვთ, არამედ ბევრად უფრო მეტს, სახელდობრ, ათს.

პირველი მტევანია გონების დაბნელება, ჭკუის დაკარგვა, ცნობის მიხდა, რამეთუ ღვინით გადავსებული სტომაქიდან ღვინის ოხშივარი თავში აღვალს, ზემოქმედებას ახდენს ტვინზე და აღაშფოთებს გონებას. ამიტომაც, ბევრს სიმთვრალის მდგომარეობაში არ ახსოვს საკუთარი თავი, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ და რას ლაპარაკობენ, შეშლილებს ემსგავსებიან, და რა ბოროტება, უღირსება ან ცემაც არ უნდა შეემთხვეთ, მეორე დღეს აღარაფერი ახსოვთ. ასეთებზე სრულდება იგავში ნათქვამი: „მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდი“ (იგავნი სოლომონისა 23, 35).

მეორე მტევანია უსირცხვილობა: მთვრალს არასოდეს რცხვენია, არამედ დაკარგა რა სინდისი, უმანკო ყურძისთვის შეურაცხმყოფელ ბილწ, უშვერ, მგმობ, სულელურ სიტყვებს ამბობს; მისი ბაგეები მყრალი არაწმინდებით სავსე საქონლის სადგომს ემსგავსება, ხოლო ენა – ნიჩაბს, რომლითაც ამ არაწმინდებას გადაჰყრიან... სხვა რა არის ამგვარი ადამიანის გული, თუ არა მრავალთა ბოროტებათა სადგური, საიდანაც სხვა არაფერი გამოდის, თუ არა მხოლოდ ბოროტება, სახარების სიტყვისაებრ: „ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისაგან მეტყველებს მისი ბაგე“ (ლუკა 6, 45).

მესამე მტევანი მემთვრალეობის ვაზიდან საიდუმლოს შეუნახველობაა. მთვრალი გულწრფელად მოუთხრობს ყველას თავის, თუ სხვის ყველა იმ საიდუმლოებას, რომელსაც სიფხიზლეში ღრმად გულში იმარხავდა. ესეც ცოტაა: რაც უკვე დიდი ხანია დავიწყებას მისცემია, იმასაც კი მოიგონებს და, როგორც მკვდარს, საფლავიდან წამოაყენებს. და როგორც მთვრალისათვის გულის არევაა დამახასიათებელი, ასევე, საიდუმლოებების ამოთქმა; ერთიცა და მეორეც – საჭმელიცა და საიდუმლოებანიც – მთვრალში არ კავდება (არ ჩერდება).

მეოთხე მტევანი მემთვრალეობის სოდომური ვაზიდან ესაა ხორციელი გულისთქმის აღგზნება, რის გამოც მოციქული შეგვაგონებს: „ნუ დათვრებით ღვინით, რომლისგანაც არის სიბილწე“ (ეფესელთა მიმართ 5, 18).

მეხუთე მტევანი, სავსე გველებრი შხამით, ესაა მძვინვარება, მრისხანება, მტრობა, ჩხუბები, შეტაკება და სისხლისღვრა. ღვინით დამთვრალნი ერთმანეთს დაერევიან ხოლმე. სწორედ ამის გამო ამბობს იგავთმთქმელი: „ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებრად დადის“ (იგავნი სოლომონისა 23, 29-30). ზირაქის ბრძენი ძეც იტყვის: „სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა. შფოთში და ჩხუბში სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს“ (სიბრძნე ზირაქისა 31, 29-30).

მეექვსე მტევანი ნაღველით სავსე ლოთობის ვაზიდან ჯანმრთელობის შერყევაა, ფიზიკური დაუძლურება, ხელების კანკალი, თავის ტკივილი, მხედველობის დასუსტება, კუჭის დაავადება, გმინვა, უღონობა, ნაადრევი სიბერე, სიცოცხლის შემოკლება და უბედური სიკვდილი.

მეშვიდე მტევანი – ქონების გაფლანგვა, სიმდიდრის დაკარგვა, სარგებლის გარეშე დარჩენა: „ლოთი მუშა, - ამბობს ზირაქის ძე, - ვერ გამდიდრდება“ (სიბრძნე ზირაქისა 19, 1). რამდენად ბევრია ისეთი ადამიანი, რომელნიც ლოთობის გამო გაკოტრდნენ და უკანასკნელ ღატაკებად იქცნენ! ამის მაგალითი – სახარებისეული იგავის უძღები შვილი.

მერვე მწარე მტევანი – ცხონების დაკარგვა. როგორც მატერიალური სიმდიდრე, ისე სულიერი საუნჯე იფანტება ლოთობისაგან, რამეთუ მემთვრალე ნებისმიერ ცოდვაზე გაკადნიერდება. რომელი ცოდვისაც ერცხვინება, ერიდება და ეშინის ფხიზელს, იგივე ცოდვისა არა რცხვენია, არ ერიდება და არც ეშინის, როდესაც მთვრალია. „პატერიკში“ არის მოთხრობილი ერთ ეგვიპტელ ბერზე, რომელსაც ეშმაკმა აღუთქვა, რომ აღარ შეაწუხებდა ცდუნებებით, თუკი სამი ცოდვიდან ერთს მაინც ჩაიდენდა: მოკლავდა, ან იმრუშებდა, ანდაც დათვრებოდა... ბერმა იფიქრა: „კაცის მოკვლა საშინელებაა, რამეთუ ეს დიდი ცოდვაა, და როგორც ღვთიური, ისე ადამიანური კანონებით ამის მქმნელი სიკვდილით ისჯება. მრუშობა სირცხვილია და, ესეც არ იყოს, მენანება აქამდე შენახული ხორციელი სიწმინდის შებღალვა. ხოლო ერთხელ დათრობა კი, სჩანს, დიდი ცოდვა არაა, ძილი ხომ მალევე გამოაფხიზლებს კაცს. წავალ, დავლევ, რათა ეშმაკმა თავი აღარ მომაბეზროს და შევძლო მყუდრო ცხოვრება უდაბნოში“. ამის შემდეგ ბერმა აიღო თავისი ხელსაქმე, წავიდა ქალაქში, გაყიდა, შევიდა დუქანში და დაითრო; ეშმაკის მანქანებით მოუწია საუბარი ერთ უსირცხვილო ქალთან, აჰყვა ცდუნებას და შესცოდა მასთან... მოულოდნელად სახლში ქალის ქმარი ბრუნდება, ხედავს ბერს ამ ცოდვაში და იწყებს მის ცემას, ამან კი სძლია ქალის ქმარს და მოკლა... ასე და ამგვარად, ბერმა ბერმა ჩაიდინა მრუშება და კაცისკვლა, დაიწყო კი სიმთვრალით! და ის ცოდვები, რომელთაც ფხიზელი გაურბოდა, ახლა დამთვრალმა უშიშრად ჩაიდინა და დაღუპა თავისი მრავალწლიანი შრომა და ღვაწლი... ასე კადნიერდება ლოთობა ყოველგვარ ცოდვაზე და აკარგვინებს ცხონებას, ღუპავს სათნოებას. კარგად ამბობს ამის შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი: „თუკი მემთვრალეში ოდნავ მაინც შერჩა უბიწოება, სირცხვილი, კეთილგონიერება და თავმდაბლობის მოყვარეობა ესენიც უსჯულოების უფსკრულში ამთავრებენ არსებობას! ხოლო ადამიანი, რომელიც ლოთობით სათნოებებისაგან განიძარცვება, განა თვითვე არ კარგავს ცხონებას, ნუთუ თავადვე არ გა-უცხოვდება ზეციური მემკვიდრეობისაგან?“ სამართლიანად ამბობს მოციქული: „მემთვრალენი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა მიმართ 6, 10).

მეცხრე, ნაღველში ამოვლებული მტევანი – რისხვა ღვთისა: ლოთი, არღვევს რა ღვთის მცნებებს, ღვთის რისხვას მოიწევს საკუთარ თავზე. აი, რისთვის ღაღადებს ისაია წინასწარმეტყველი: „ვაი მათ, დილაადრიან დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!“ (ისაია 5, 11).

მეათე – ყველაზე უფრო მწარე მტევანი მემთვრალეობისა – ესაა სულის საბოლოოდ წარწყმედა... სხვა ცოდვილებს, როცა მათი სიკვდილის ჟამი დადგება, კიდევ შეუძლიათ თავიანთი ცოდვების მონანიება, რამდენადაც გონება ფხიზელი აქვთ, ხოლო მომაკვდავ ლოთს არ შეუძლია შეინანოს, როცა საკუთარი თავის არ ახსოვს და ვერც გრძნობს, რომ სიკვდილის საათი დამდგარა, რომელსაც იგი სულაც არ ელოდა? ხოლო მოუნანიებლად ამ სოფლიდან მიმავალისთვის გარდაუვალია გეენია!

აი, როგორია სოდომური ვენახის, ანუ მემთვრალეობის ზნეობრივი მტევნები; მართალია ისინი თავდაპირველად გემოთი ტკბილი სჩანან, გველთა და ასპიტთა შხამად იქცევა. წმინდა იოანე ოქროპირი ლოთებს სამართლიანად სთვლის ქოფაკებსა და სხვა პირუტყვზე უარესად. „არცერთი პირუტყვი, – ამბობს ის, – არ სჭამს და სვამს საჭიროზე მეტს და ვერავინ აიძულებთ, იმაზე მეტი სჭამონ, ვიდრე ამას მათი ბუნება ითხოვს. ხოლო ლოთი კი იძულების გარეშეც სულ უფრო მეტად და მეტად ივსებს სტომაქს, ვიდრე საბოლოოდ არ მოიწევს ზიანს საკუთარ თავზე“.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1252 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024