მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ახლოს. მამამისი, ვასილ ურგებაძე მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. იგი ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. მას აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა. მეუღლეს, (შემდგომში მონაზონი ანა), უკრძალავდა ბავშვების მონათვლას და ეკლესიაში სიარულს. არაერთხელ დამუქრებია მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაატოვებინებდა. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ, ოჯახის წევრები მამის სახელს – ვასიკოს, მამა გაბრიელს ეძახდნენ. პატარა ვასიკო იყო ძალიან წყნარი. უყვარდა ქვიშაში თამაში, თუმცა სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ეკლესიებს აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა
... კითხვის გაგრძელება »