E მამა გაბრიელი 1929–1995 - 16 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 16 » მამა გაბრიელი 1929–1995
00:42
მამა გაბრიელი 1929–1995

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ახლოს. მამამისი, ვასილ ურგებაძე მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. იგი ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. მას აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა. მეუღლეს, (შემდგომში მონაზონი ანა), უკრძალავდა ბავშვების მონათვლას და ეკლესიაში სიარულს. არაერთხელ დამუქრებია მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაატოვებინებდა. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ, ოჯახის წევრები მამის სახელს – ვასიკოს, მამა გაბრიელს ეძახდნენ.
პატარა ვასიკო იყო ძალიან წყნარი. უყვარდა ქვიშაში თამაში, თუმცა სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ეკლესიებს აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა ეს სანთლებიაო. ერთხელ, მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო. გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა - რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო, მაგრამ ეკლესია დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო. წიგნი ბაზარში იყიდა. ბუკინისტს უთხრა - ქრიტეს ცხოვრების ისტორია მინდა შევიტყოო, - როდესაც დახედა ნაყიდ წიგნს და სათაური „სახარება" ამოიკითხა, ბაზარში უკან მიბრუნდა, ალბათ ბუკინისტმა სხვა წიგნი მომყიდაო, თუმცა გამყიდველს ვერსად მიაგნო: უთხრეს ასეთი აქ არც არავინ ყოფილაო. ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში. ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით, ალიზით, ააშენა სენაკი, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა ვასიკო სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი - იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდაო".
მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. ერთხელ სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში მივიდა. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მამა გაბრიელი სახლში მაინც არ წავიდა, ღამე ჭიშკართან ეძინა და დილით ღვთისმშობელს შესთხოვა, ოდესმე ამ ადგილას სენაკი მიეცა მისთვის.
1949 წელს გაიწვიეს სამხედრო–სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში, თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. შეისწავლა ხუცური დამწერლობა, სარდაფში გადამალული საეკლესიო წიგნებიც აღმოაჩინა და ბევრ საინტერესო ხელნაწერსაც გაეცნო. მღვდელმა ჩუმად აზიარა საკურთხეველში. ოთხშაბათს და პარასკევს მუცლის ტკივილს იმიზეზებდა და ხორცს არ ჭამდა. ასე გაატარა მან ჯარისათვის განსაზღვრული დრო ნახევრად ჯარში და ნახევრად ეკლესიაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1951-1955 წლებში, თავის საკარმიდამო ეზოში ღვთის სადიდებლად თავისივე ხელით ააშენა ოთხგუმბათიანი ეკლესია, რომელიც ძირითადად კომუნისტების მიერ სანაგვეზე გადაყრილი იმ ხატებით გააწყო და გაამშვენა, რომელთაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა"– ამბობდა მამა გაბრიელი. ხელისუფლებამ ეკლესია რამდენჯერმე დაუნგრია, მაგრამ მან ისევ აღადგინა. ერთხელაც, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება ისე უთხრა: - მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ დაანგრიეთო. მომხვდურები შეშინდნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ და მუშები მოიყვანეს. ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელიო, - განუმარტა მათ მამა გაბრიელმა და ამჯერად კიდევ უფრო შეშინებულმა ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ დატოვეს მათი ეზო. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას (ეს ეკლესია საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით, დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქ. 11-ში).
1955 წლის 30 იანვარს ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა. მალე ბერად აღიკვეცა და მისივე თხოვნით, წმიდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდეს. 1955 წლის 27 თებერვალს, ბერად აღკვეციდან ოთხ დღეში ბერი გაბრიელი ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე გაბრიელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. მსახურობდა სხვადასხვა ეკლესიაში, თუმცა, მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობებით იყო აღსავსე: ხან შიზოფრენიაში სდებდნენ ბრალს, ხანაც მღვდელმოქმედების აღსრულების უცოდინრობაში. სიცოცხლის ბოლო წლებში აღსრულდა მისი ბავშვობის ნატვრა და მცხეთის დედათა მონასტერში, მეფე მირიანის კოშკის შესასვლელ გოდოლში განაგრძო ბერ–მონაზვნული ცხოვრება. წყალმანკით მძიმედ დაავადებულ გაბრიელ ბერს გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II არქიმანდრიტობა უბოძა.
არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში, სამრეკლოს გვერდით. მამა გაბრიელი გარდაცვალების შემდეგ პირველია, ვინც თავისი დასაფლავება ერთგვარ ქადაგებად აქცია. XX საუკუნის მიწურულს, თავისი ანდერძისამებრ, ძველი ბერ-მონაზვნული წესით, კუბოს გარეშე, მხოლოდ ჭილოფში შეხვეული დაკრძალეს. მის საფლავზე დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება. „უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს – დაცინვა". მამა გაბრიელის ეს ქადაგება მრავალთაგან ერთ–ერთია, რომლითაც იგი ჭეშმარიტი ქრისტიანული ქმედებისაკენ მოგვიწოდებს.
WWW.IONAA.TK
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 3004 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
1 daviti  
1
UPALMA DAGLOCOS DA MAMA GABRIELIS MADLI DA LOCVA GEWEODES YVELGAN.AMIN

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024