წმინდა მეფე თამარი ხსენება 1(14) მაისი, მენელსაცხებელ დედათა კვირა
თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.
თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგ
... კითხვის გაგრძელება »
წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (Xს.) ხსენება 12 (25) ივნისი
წმიდა იოანე (ერისკაცობაში თორნიკე ერისთავი) მონაზვნად აღკვეცამდე ქართლის სპასალარი იყო. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს. მაგრამ თორნიკეს სული უფრო აღმატებულს თხოვდა, ვიდრე ამქვეყნიური პატივი იყო. მან მიატოვა სახელი, დიდება, სიმდიდრე და გადაწყვიტა თავი ზეციური მეუფისათვის მიეძღვნა. თორნიკემ საბერძნეთაკენ გასწია, სადაც მისი წინამორბედი სპასალარი - იოანე მოღვაწეობდა. თავდაპირველად თორნიკე ულუმბოს მთაზე მივიდა, მაგრამ იქ შეიტყო, რომ იოანე ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო და თვითონაც ათონს მიაშურა.
ღირსი იოანეს კურთხევით, თორნიკე ბერად აღკვეცეს და სახელად იოანე უწოდეს. მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დასახლდნენ. მალე მათ გარშემო იმდენმა ქართველმა მოიყა
... კითხვის გაგრძელება »
რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით.
როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე. ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე.
როგორია ადამიანის ჩვეულებრივი სიცოცხლე? - დაიბადა, მოინათლა, ისწავლა, იმუშავა, დაოჯახდა, შემდეგ შვილები იყოლია. შვილებს თავიანთი შვილები გაუჩნდათ, შემდეგ კ
... კითხვის გაგრძელება »