E რა არის რელიგია - 19 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 19 » რა არის რელიგია
16:18
რა არის რელიგია

აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი

რა არის რელიგია?

ადამიანი, სამყარო, რელიგია


რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე. ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი სიცოცხლე? - დაიბადა, მოინათლა, ისწავლა, იმუშავა, დაოჯახდა, შემდეგ შვილები იყოლია. შვილებს თავიანთი შვილები გაუჩნდათ, შემდეგ კიდევ ახალი თაობა. ასეა ყველა, მთელი კაცობრიობა, უწყვეტად, თაობიდან თაობაში ერთი და იგივე მეორდება.

რასაკვირველია, ამ ძირითად სქემას თან ახლავს სრულიად განსხვავებული მოვლენები, მაგრამ მათგან არც ერთს არ შეუძლია თვითონ სიცოცხლის მდინარების შეჩერება. სიხარულითა და მწუხარებით, სიყვარულითა და სასოწარკვეთით, კეთილშობილებითა და მდაბიობით, დიდებითა და სიგლახაკით აღსავსე მილიარდობით სიცოცხლე მარადისობამ შთანთქა.

სიცოცხლის არსის შესახებ კითხვა თითოეული ადამიანისთვის იყო და რჩება უმთავრეს საკითხად. ყველას არ ძალუძს კონკრეტული და საბოლოო პასუხის მოძებნა და სულ მცირედთ თუ შეუძლიათ პასუხი გასცენ დაეჭვებულთ. და მაინც, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს აქვს შეუვალი მოთხოვნილება, იპოვოს ცხოვრების საზრისი და მისი გონივრული დასაბუთება.

მოდით, გავაანალიზოთ, თუ რა არჩევანი აქვს ცნობიერებას სიცოცხლის ძირითადი საკითხის გადაწყვეტისას:

თანამედროვე ადამიანი გარემოცულია სხვადასხვა რელიგიებითა და ცრურწმენებით, რომლებმაც, ერთი შეხედვით, თავი შეიძლება მოიყარონ ორ ძირითად მსოფლმხედველობაში - რელიგიასა (თეიზმსა) და ათეიზმში. ამ კონტექსტში ხშირად ახსენებენ აგნოსტიციზმსაც, მაგრამ მას, თავისი არსით, არ შეუძლია, პრეტენზია განაცხადოს მსოფლმხედველობრივ სტატუსზე, რადგან იგი პრინციპულად უარყოფს ადამიანის უნარს, ჩასწვდეს ისეთ რეალიებს, როგორიცაა ღმერთისა და სულის არსებობა, პიროვნების უკვდავება, სიკეთისა და ბოროტების ბუნება, ჭეშმარიტება და სხვა. ამიტომაც ჩვენ, ძირითადად, კვლავ რელიგიასა და ათეიზმს დავუბრუნდებით.

ვნახოთ, თუ რა ღირებულებითი თანაფარდობაა რელიგიასა და ათეიზმს შორის.

რელიგია გვთავაზობს ურიცხვ ფაქტს, რომლებითაც დასტურდება ღმერთის, სულის, ანგელოზებისა და დემონების, განსაკუთრებული ზებუნებრივი ძალების არსებობა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, გავიხსენოთ მრავალი წმიდანის საკვირველი სასწაულებით აღსავსე ცხოვრება - მათზე უთვალავი წერილობითი წყარო არსებობს.

ურიცხვ ფაქტთან ერთად, მართლმადიდებლობა თითოეულ ადამიანს სთავაზობს საკუთარი რწმენის ჭეშმარიტების შემოწმების საშუალებასაც: კონკრეტულ გზებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სულიერი სამყაროს შემეცნება. ეს ძალზე მკაფიოდაა გადმოცემული ქრისტეს სიტყვებში: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8).

რას გვთავაზობს ათეიზმი? - მას არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს ისეთი ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც ღმერთისა და სულიერი სამყაროს არარსებობას დაამტკიცებს.

ათეიზმს არ შეუძლია უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას: კონკრეტულად რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ღმერთის არარსებობაში დარწმუნდეს? ამ კითხვაზე პასუხის უქონლობა თვით ათეიზმს აქცევს სარწმუნოებად. იგი (ათეიზმი) სხვა არაფერია, თუ არა ბრმა რწმენა. პასუხი აშკარაა: არსებობს ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ღმერთის არსებობა-არარსებობაში დარწმუნება, ეს არის რელიგია. სხვა საშუალება უბრალოდ არ მოიპოვება.

ამგვარად, რელიგიაცა და ათეიზმიც, ორივე ერთად, პარადოქსული ერთიანობით მოუხმობს ჭეშმარიტების მაძიებელ თითოეულ ადამიანს შეისწავლოს და ცხოვრებით გამოსცადოს ის, რასაც რელიგიას უწოდებენ.

რა არის რელიგია?

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანამდევი მოვლენაა და დღემდე დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის რელიგია მაინც ნაკლებად გასაგებია. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტის მიზეზი ის გარემოებაა, რომ რელიგიას, ჩვეულებისამებრ, აფასებენ გარეგნული ნიშნებით, იმით, თუ როგორ იყენებენ მას მისი მიმდევრები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, რელიგიას სხვადასხვაგვარად იგებენ, რის გამოც მის არსს გაიაზრებენ ან მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ელემენტებით, ან მცდარად. ამას ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ვერ აცდა.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს საკითხი, თუ რა არის რელიგიის არსი, რა არის მასში განმსაზღვრელი და აუცილებელი და რა - არარსებითი.

რელიგიას აქვს ორი მხარე: გარეგანი, ანუ როგორია იგი გარეშე დამკვირვებლის თვალში და შინაგანი, ანუ ისეთი, როგორსაც ხედავს მას ამ რელიგიის სულიერი და ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მცხოვრები მორწმუნე ადამიანი.

გარეგნულად რელიგია წარმოადგენს:

ფილოსოფიური თვალსაზრისით - მსოფლმხედველობას, რომელიც მოიცავს უამრავ კონკრეტულ სწავლებას (კანონებსა და დოგმატებს, ასევე ტრადიციასაც - რედ.), რომელთა გარეშე (ან თუნდაც ერთის გამოკლებით) იგი კარგავს საკუთარ თავს და წარმოშობს ცრურწმენებს, სექტებს, ჯადოქრობას, ოკულტიზმს, სატანიზმსა და მსგავს ფსევდორელიგიურ მოვლენებს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში არსებობს რელიგიის ცალკეული ელემენტები, ისინი, სინამდვილეში, მისი გახლეჩის, დეგრადაციისა და გადაგვარების პროდუქტია.

საზოგადოებრივ-პრაქტიკული გამოხატულებით ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მართვის განსაზღვრული სტრუქტურა (ეკლესია), თავის მიმდევართა ცხოვრებისა და ღვთისმსახურების წესებით.

შინაგანი თვალსაზრისით კი რელიგია განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს მისსავე სულში დაფარულ მარადიული ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს აღმოაჩენინებს.

რას ნიშნავს სიტყვა „რელიგია“?

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ დამკვიდრდა სიტყვა „რელიგია“ (ლათ. religio - სინდისიერება, კეთილმსახურება, ღვთისმოსაობა, სიწმიდე, ღვთისმსახურება...). სახელგანთქმულ რომაელ ორატორს, მწერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, ციცერონს, მიაჩნდა რომ, „რელიგია“ ნაწარმოებია ლათინური ზმნიდან „relegare“ (ხელახლა შეკრება, კვლავ განსჯა, ისევ დაფიქსირება), რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს: ღვთისმოსაობას ან „რაიმესადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას“, მოწიწებას. აქედან გამომდინარე, ციცერონისთვის რელიგიის არსი უზენაესი ძალებისადმი, ღვთისადმი მოწიწებაა. ეს მოსაზრება სწორია, რადგან ღვთისმოსაობა, მოწიწება-კრძალვა რელიგიის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ურომლისოდაც რელიგიურობა პირმოთნეობა, ფარისევლობა და მხოლოდ წესების დაცვა იქნებოდა, ხოლო ღმრთასადმი რწმენა - უსიცოცხლო გულგრილი დოქტრინა. იმავდროულად, ძნელია დაითანხმო, რომ მოწიწება რაიმე იდუმალისადმი, გნებავთ, ღმრთისადმი, რელიგიის არსს წარმოადგენს. ღვთისმოსაობა, მოწიწება-კრძალვა აუცილებელია, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი გრძნობაა, რომელიც ღმრთისადმი ადამიანის რელიგიური დამოკიდებულების თანამდევია და მისი არსის გამომხატველი ვერ იქნება.

ცნობილი ქრისტიანი მწერლისა და ორატორის, ლაქტანციუსის (+330 წ.) აზრით ტერმინი „რელიგია“ წარმოდგება ლათინური ზმნიდან: „religare“ რაც „შეერთებას“? „დაკავშირებას“ ნიშნავს. ამიტომაც იგი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის კრძალულებით კავშირს ღმერთთან. ლაქტანციუსი წერს: „იმ პირობით ვჩნდებით ამქვეყნად, რომ ჩვენს გამჩენ ღმერთს ვმორჩილებდეთ, მას ერთადერთს ვაღიარებდეთ და მივდევდეთ. მასთან ღვთისმოშიშობით ვართ დაკავშირებულნი და აქედან წარმოდგება „რელიგიაც“.

ლაქტანციუსის ეს განმარტება რელიგიის არსს განსაზღვრავს: რელიგია არის ღმერთთან ადამიანის სულის ცხოველი ერთიანობა, რომელიც ადამიანის გულის სანახებში აღსრულდება.

ასეთივეა ნეტარი ავგუსტინეს (+430 წ) მოსაზრებაც, თუმცა მას მიაჩნია, რომ „რელიგია“ წარმოიქმნა ზმნიდან reeligare, რაც ნიშნავს „ხელახლა შემოერთებას“, თვითონ რელიგია კი ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული კავშირის აღდგენა-განახლებაა. ნეტარი ავგუსტინე წერს: „ღმერთის ძიებისას, ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელახლა ძიებისას (საიდანაც წარმოიშვა რელიგიის სახელწოდებაც), ჩვენ მისკენ სიყვარულით მივისწრაფვით, რათა როცა მივაღწევთ, დავმშვიდდეთ“.

ამგვარად, სიტყვა „რელიგიას“ ორი მნიშვნელობა ჰქონია: შეერთება და ღვთისმოსაობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რელიგია არის ღმერთთან ადამიანის საიდუმლო სულიერი კავშირი, ცხოველი, ღვთისმოსავი, მოწიწებით-კრძალვითი ერთიანობა.

რელიგიის ძირითადი ჭეშმარიტებანი

რელიგიას გააჩნია ორი ძირითადი და სავალდებულო სწავლება:

მათგან პირველია სულიერი, სრულქმნილი, გონიერი პიროვნული საწყისის - ღმერთის არსების ცნება, რომელიც არის ყოველივე არსებულის, ხილულისა და უხილავის, მათ შორის ადამიანის, პირველმიზეზი. ღმერთის ცნებასა და თვისობრიობაზე სხვადასხვა რელიგიებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. ესენია: მონოთეისტური - ერთი ღმერთის (ერთარსება ღმერთის) ცნება; პოლითეისტური ანუ მრავალღმერთიანობა; დუალისტური ანუ ღვთაებრივი საწყისის (კეთილისა და ბოროტის) ცნება და ანიმისტური - რწმენა იმისა, რომ ბუნებაში არსებულ ყველა ძალასა და მოვლენას სული გააჩნია.

ქრისტიანული სწავლებით, „ღმერთი სიყვარულია“ (1 ინ. 4,8), იგი მამაა ჩვენი, „რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქ. 17,28). ღმერთი, ერთდროულად, ის საწყისი ყოფიერება და ცნობიერებაა, რომლის წყალობითაც არსებობს მატერიალური და სულიერი ყოფიერებისა და ცნობიერების ყველა მრავალფეროვანი ფორმა, ადამიანის მიერ აღქმულიც და ვერ აღქმულიც. ღმერთი არის სიკეთის, ჭეშმარიტების, სილამაზის, სიყვარულისა და სამართლიანობის მყოფობა, რომელიც ადამიანის გონისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია, მაგრამ, ამავე დროს, იგია ადამიანის სულიერი მისწრაფებების საბოლოო მიზანი.

რელიგიის მეორე უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტებაა რწმენა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია ურთიერთობა და არა მარტო ურთიერთობა, არამედ სრულყოფილი და მარადიული თანაზიარობა ღმერთთან (მართლმადიდებლური სწავლებით - განღმრთობა).

რელიგიის სწავლების ეს აქსიომა, ფაქტობრივად, მისივე არსია. სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება „რელიგია“.

რელიგიის არსი

რელიგიის თვისობრიობასა და არსზე ლაპარაკი, მის გარეგან მხარესთან შედარებით, უფრო რთულია, რადგან იგი ენით უთქმელი და გონებით ჩაუწვდომელი განცდების მთელ სპექტრს მოიცავს. სამაგალითოდ მოვიყვანოთ ასეთი შედარებები: ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ „დრო მხიარულად გავატარეთ“, ან „გულზე დარდი გვაწევს“, მაგრამ ჩვენთვის რა იგულისხმება სიტყვების - „მხიარულად“ და „დარდი“ - მიღმა? ამის გაგება სხვა ადამიანს არ შეუძლია, რადგან თითოეულის შინაგანი სამყარო ღრმაა, ინდივიდუალურია და მისი სიტყვიერად გადმოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, თითოეული რელიგია გარეგნულად ასეთია: არსებობს განსაზღვრული ორგანიზაცია (ეკლესია) თავისი დოგმატებით, კონკრეტული ზნეობრივი მოთხოვნებით, წესებით, განსხვავებული მღვდელმსახურების წესით: შინაგანად კი ეკლესია მორწმუნე ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ამდენად, განსხვავებულია ეკლესიის გარეგნული ფორმა ცალკე აღებული და მისი შინაგანი ცხოვრება. შესაბამისად, ამ სულიერი განცდების მრავალფეროვნების სიტყვიერად გადმოცემა ადამიანს, რელიგიის გარეგნული მხარეების თუნდაც კარგად მცოდნეს, არ ხელეწიფება. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლოებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც (გათქმა) არ შეიძლება; ისინი არც შეთქმულთა პირობითი პაროლებია. ეს არის გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია“. დიდმა რუსმა მოაზროვნემ, შემდგომში - ღვთისმეტყველმა, ს.ნ. ბულგაკოვმა (+1944 წ.) იგივე აზრი რელიგიის იდუმალი საიდუმლოს გამოუთქმელობაზე ასე გამოხატა: „ყველაზე ზოგადი ფორმით, რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ ასე: რელიგია არის ღმერთის აღმოჩენა და ღმერთთან კავშირის განცდა“. რელიგიური განცდები არწმუნებს ადამიანს იმაში, რომ არსებობს ღვთაებრივი სამყარო - რელიგია კი არ ცდილობს, ადამიანს დაუდასტუროს და დაუმტკიცოს ღვთაებრივი სამყაროს არსებობა, არამედ ადამიანი განიცდის ამას თვითონვე.

ჭეშმარიტად რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი დაადგა, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღვთაებრივს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. რელიგიური გამოცდილება არ არის მეცნიერული თვალსაზრისის სფერო; იგი არც ფილოსოფიური, არც ესთეტიკური, არც ეთნიკური განცდაა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს (მასზე მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი), აზრი რელიგიური განცდის მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა... წმიდანთა, წინასწარმეტყვლთა, რელიგიის ფუძემდებელთა ცხოვრება და რელიგიის თვალსაჩინო ძეგლები (დამწერლობა, კულტი, ზნე-ჩვეულებანი) თითოეულის პირად გამოცდილებასთან ერთად, რელიგიის სფეროში უფრო კარგად შეიმეცნება, ვიდრე განყენებული ფილოსოფიური მსჯელობა მასზე.

დიდი წმიდანი, ღირსი ისააკ ასური, წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, უსაზღვრო სიხარულისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, ჭვრეტის მადლის მიღებაზე, განკურნებასა და იმის წვდომაზე, რაც ადამიანზე ზეაღმატებულია (სულიერი სამყარო), რაც მისი თანასწორია (სხვა ადამიანთა სულები) და რაც მასზე მდაბალია (ბუნებრივი სამყარო), აგრეთვე სხვა უჩვეულო მადლმოსილებათა შესახებ. პავლე მოციქულმა იგივე აზრი წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით გვამცნო: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერომან მოყუარეთა თვსთა“ (1 კორ. 2,9).

მიუხედავად ამისა, მსგავსი მტკიცებულებანი „გარეგნული“ და არაფრისმთქმელი იქნება მათთვის, ვინც პირადად ერთხელაც არ შეხებია იდუმალი ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს.[l]

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1715 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024