გადმოწერე ეს არის სტუდია გრაალის მიერ გადაღებული ფილმი, სადაც აღწერილია მოვლენები მეორედ მოსვლის დროს.ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება[4], ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტეს[5] მოსვლა დედამიწაზე[6]. ეშმაკი შევა 12 წლის ბიჭში. წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ბიჭი იქნება ეროვნებით ებრაელი მრუში ქალის[7] შვილი (სავარაუდოდ წარმოიშვება დანის[8], იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგან)[9], იგი აიძულებს ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე[10]. სავარაუდოდ ანტიქრისტე თითქოს მშვიდობის დასამყარებლად მოვა
... კითხვის გაგრძელება »
რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო?
ახალმონათლულისთვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმიდა მამები ბავშვის აღზრდაში დიდ ყურადღებას ანიჭებენ სახელის დარქმევას. წმიდა მამა იოანე ოქროპირი იწუნებს იმ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ბავშვს ნათესავის ან ლიტერატურული გმირის პატივსაცემად არქმევენ სახელს. თუკი ნათესავი წმინდანია ან მას სამშობლოსათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული, მაშინ ამ ჩვეულებას არაფერი უდგას წინ.
მაგრამ წმიდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმიდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას, ამ შესანიშნავი სულიერი საზრდოთი გამოკვებოს საკუთარი სული.
ვთქვათ, ბავშვს მაინც რომელიმე ნათესავის ან სხვა სახელი დ
... კითხვის გაგრძელება »