E მფარველი ანგელოზი - 3 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 3 » მფარველი ანგელოზი
20:31
მფარველი ანგელოზი
რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო?

ახალმონათლულისთვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმიდა მამები ბავშვის აღზრდაში დიდ ყურადღებას ანიჭებენ სახელის დარქმევას. წმიდა მამა იოანე ოქროპირი იწუნებს იმ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ბავშვს ნათესავის ან ლიტერატურული გმირის პატივსაცემად არქმევენ სახელს. თუკი ნათესავი წმინდანია ან მას სამშობლოსათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული, მაშინ ამ ჩვეულებას არაფერი უდგას წინ.

მაგრამ წმიდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმიდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას, ამ შესანიშნავი სულიერი საზრდოთი გამოკვებოს საკუთარი სული.

ვთქვათ, ბავშვს მაინც რომელიმე ნათესავის ან სხვა სახელი დაარქვეს. მაშინ მან აუცილებლად უნდა იცოდეს იმ წმინდანის შესახებ, რომლის სახელსაც ახალმონათლულის სახელი ერქმევა. მშობლებმა და ნათლიამ (ნათლიებმა) ამ წმინდანის წინაშე უნდა ილოცონ და კურთხევა გამოსთხოვონ ახალმონათლულისათვის.

კარგი იქნება, თუკი მონათლულ ჩვილ ბავშვს ან მოზარდს საწოლთან ამ წმინდანის ხატს დაუკიდებენ. მოგვიანებით კი, როცა მონათლუილი წამოიზრდება, ამ წმინდანის ცხოვრებაზეც უნდა მოუთხრონ ან წაუკითხონ ამის შესახებ.

წმინდანის სახელის დარქმევის შემდეგ ეს წმინდანი ხდება ახალმონათლულის განსაკუთრებული მფარველი და მეოხი, ანუ ლოცვით შუამდგომალი ღვთის წინაშე.

მაგრამ ნათლისღებისას ყოველ ადამიანს ღმერთი ანგელოზს უდგენს და მიუჩენს. ამ ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია.

მაშასადამე, წმინდანიც მფარველია და ანგელოზის მფარველია ქრისტიანისათვის. ამ მიზეზითაა, რომ იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომლის სახელიც ჰქვია მონათლულს, ასევე მფარველი ანგელოზის დღესაც ეძახიან.

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მფარველ წმინდანს პირობითად ეწოდება მფარველი ანგელოზი.

სინამდვილეში, წმინდანი იმიტომ მფარველობს ქრისტიანს, რომ მას ნათლობით აქვს მინიჭებული ამ წმინდანის სახელი. მონათლული თავისი სულიერი შობის შემდეგ გახდა ამ წმიდანის თანამოსახელე.

მფარველი ანგელოზი კი ღვთისაგან დადგენილი ის ანგელოზია, რომელიც ნათლისღებით წმიდა საიდუმლოს აღსრულებით ღვთისაგან მიეკუთვნა მას, რათა ამ ზეციურმა უხორცო არსებამ დღედაღამ დაიფაროს ნათელღებული და დაიცვას ბოროტისაგან, განსაცდელისაგან, მშვიდობა მისცეს და გააძლიეროს იგი, ნათელი მოჰფინოს მის სულს, გულსა და გონებას. განკითხვის დღესაც მფარველი ანგელოზი გვიცავს და გვაძლიერებს სხვა უხორცო ანგელოზებთან ერთად. ჩვენი მფარველი ანგელოზიც ევედრება ზეციურ მეუფეს, რომ მოწყალე იყოს ჩვენს მიმართ, მოგვიტევოს ჩვენი შეცოდებანი, რათა საუკუნო სატანჯველს ავცდეთ და ვეღირსოთ მარადიულ ნეტარებას - ცათა სასუფეველს.

აი, როგორ მფარველობს და შეეწევა ქრისტიანს ის ანგელოზი, რომელსაც ჩვენი მზრუნველი უფალი ღმერთი ნათლობისას დაუდგენს ხოლმე მას.

კარგად დავუკვირდეთ იმ სიტყვებს, რომლებითაც ჩვენ დილისა და ძილად მისვლის ლოცვებისას მივმართავთ ხოლმე მფარველ ანგელოზს. ამ ლოცვებიდანაც კარგად ჩანს, თუ რას ველით ჩვენი მფარველი ანგელოზისაგან.

დილის ლოცვებში ცალკე ლოცვას აღვავლენთ იმ წმინდანის მიმართ, რომლის სახელიც ნათლობით მოგეცა. ამ ლოცვაში სახელით მივმართავთ ამ წმინდანს, ფრჩხილებში მითითებულიც არის - (სახელი)!

მაგრამ მფარველი ანგელოზისადმი ლოცვაში ასეთი მითითება არ არის, აქ სახელი არ გვჭირდება, რადგან მფარველი ანგელოზი, როგორც ითქვა, ნათლობისას ღვთისაგან დადგენილი უხილავი, უხორცო ზეციური არსებაა და მას საგანგებო სახელი არ აქვს.

მოდით, ვიყოთ მადლიერნი და ხმამაღლა შევღაღადოთ ჩვენს ტკბილ უფალს:

გმადლობ შენ, უფალო

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1427 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024