ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » მასალის არქივი


უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 2257 | დაამატა: ketevani | დრო: 07.02.2010 | კომენტარები (0)



კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 1851 | დაამატა: ketevani | დრო: 07.02.2010 | კომენტარები (2)




ეფრემ ასური (”სინანულის მოძღვარი” 306 - 9.VI.373) სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში.

დაიბადა ქალაქ ნისიბინში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1130 | დაამატა: ketevani | დრო: 07.02.2010 | კომენტარები (0)




„14. (თქუა უფალმან) უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. 16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. 19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 21. რამეთუ სადაცა არნ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1141 | დაამატა: ketevani | დრო: 07.02.2010 | კომენტარები (0)



კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 1100 | დაამატა: იონა | დრო: 07.02.2010 | კომენტარები (0)



კატეგორია: ვიდეო მასალები | ნანახია: 2049 | დაამატა: იონა | დრო: 05.02.2010 | კომენტარები (3)




დიდი იქნება შიში და ძრწოლა და გაშმაგება, როდესაც უფალი შემოჰკრებს მიუკერძოებელ სამსჯავროს და განიხვნება საშინელი წიგნები, სადაც ჩვენი საქმეებია ჩამოწერილი, სიტყვები და ყველაფერი, რაც კი ჩაგვიდენია და რის დაფარვასაც ვფიქრობდით ღვთისგან, რომელიც გამომცდელია გულთა და თირკმელთა. მაშინ თითოეულ ჩვენთაგანს მოეთხოვება რწმენის აღმსარებლობა, მონათვლის მოვალეობა, სარწმუნოება, სუფთა ყოველგვარი მწვალებლობისგან, ბეჭედი შეუბღალავი და კვართი შეუმწიკვლებელი...
იმა დღეს შეუძლებელია სხეული სულისაგან ცალკერძ დადგეს, არამედ ერთად წაწრსდგებიან წინაშე პირუთვნელი მსაჯულისა და უცვალებელი სამსჯვაროჲსა. დიდითა დიდებითა მოუხმობს იგი ყველას სახელდებით, და ჩვენც ყველანი წარვსდგებით განშიშვლებულნი. იქ არ იქნება ორატორული სიტყვა, სიმართლის მძლეველი; არც ენის მრავლისმეტყველება, არამედ საქმენი აიწონება; არაა იქ საჭირო ძღვენი, არც დაცვა, არამედ თითოეულს თავისი ტვირთი მიაქვს... იქ სიბერი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1144 | დაამატა: ketevani | დრო: 04.02.2010 | კომენტარები (0)




ყოველ სამშაბათს 5 საათზე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სატრაპეზოში ჩატარდება ლექციები.

ამჟამად სახარებას განმარტავს მამა ლონგინოზი. 

გთხოვთ მობრძანდეთ, ძალიან საინტერესოა მერწმუნეთ. 

P.S. საახარების გარდა შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი სხვა კითხვა.
კატეგორია: "ჩვენი ტაძარი" | ნანახია: 2014 | დაამატა: ketevani | დრო: 04.02.2010 | კომენტარები (4)




ერთხელ უფალთან ეშმაკეული მიიყვანეს და შესჩივლეს, რა არ ვიღონეთ, სად არ მივიყვანეთ, არაფერი გამოგვდის, შენმა მოწაფეებმაც ვერაფერი მოუხერხეს და იქნებ შენ გვიშველო რამეო.

უფალმა გულისტკივილით ამოიოხრა და განკურნა ეშმაკეული. როცა მოწაფეები შეეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება, უპასუხა:

- ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო - გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

- ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება - დაამატა მან და ამით მოგვცა ადამიანებს ბოროტ ძალებთან საბრძოლველი იარაღი.

ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.

წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს:

- ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1305 | დაამატა: ketevani | დრო: 04.02.2010 | კომენტარები (0)




ორი მსგეფსი წინ უძღვის დიდმარხვას: პირველია - უძღები შვილის კვირა, მეორეა – ყველიერის კვირა – უშუალოდ მარხვის დაწყებამდე (ხსნილია რძის ნაწარმითა და კვერცხით).

ხანგრძლივი და ძალზედ საპასუხისმგებლოა დიდი წმიდა მარხვა, რომელიც აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაულია ხარება და ბზობა; ხარება - მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი უწყება იმისა, რომ მისგან კაცობრიობას მოევლინებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის „ლაზარეს შაბათი”, ეკლესია ამ დღეს დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას. ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. მორწმუნეთ ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, თუ როგორ უფენდნენ მწვანე რტოებს ებრაელები იესო ქრისტეს, როცა ის დიდებით შედიოდა იერუსალიმში პასექის უკანასკნელ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1979 | დაამატა: ketevani | დრო: 04.02.2010 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 30 31 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024