უკიდურესი საჭიროების განმცდელთა და შეწევნის მთხოვნელთა მსგავსად, დავითი უკვე თქმულს იმეორებს. უსჯულოებაში იგი გულისხმობს ბერსაბესთან დაცემას და ურიის მკვლელობას, რადგან ერთიც და მეორეც იკრძალებოდა კანონით. ანუ, აცნობიერებს რა თავის უსჯულოებას, მეფსალმუნე თავს უდარებს წარმართებს, რომლებიც სჯულის გარეშე ცხოვრობდნენ.
2. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან...
მიუხედავად იმისა, რომ უფალმა დავითს ნათან წინასწარმეტყველის პირით აუწყა სინანულის კვალობაზე ცოდვათა მიტევება (2 მეფ. 12,13), მეფსალმუნე მაინც განაგრძობდა ლოცვას, რათა უფალს სრულიად განეწმინდა იგი ცოდვათა იმ უწმ
... კითხვის გაგრძელება »
წმიდა ანტონ მარტყოფელი იყო ერთ–ერთი მოწაფე იოანე ზედაზნელისა. იგი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.
მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ჰყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს... წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას.
მამა ამბროსი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: ვფიქრობ, რომ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სახით ყველა დროის ერთ-ერთ
... კითხვის გაგრძელება »
რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანის-ცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, სული წმიდა, სახითა ტრედისათა, დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელიც განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი
განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა, და ნეთელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ-ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა, მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.
ესარის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.
იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად
... კითხვის გაგრძელება »
მამა ილარიონი 1949 წელს დამკვიდრდა ღირსი საბა განმწმენდელის მონასტერში, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, იქ 4 წელი დაჰყო და ანაფორა შეიმოსა. შემდეგ 1857 წლამდე იერუსალიმში ცხოვრობა. ამავე წელს ათონზე ჩავიდა, სადაც თითქმის ერთი წელი კუტლუმუშის მონასტერში გაატარა. ის გამოცდილ ბერს ეძებდა და იქიდან მცირე ანას სავანეში გადავიდა, მამა ხარიპონის სენაკში, მაგრამ მასთან დიდი ხანი არ უცხოვრია და წმინდა ბასილის სავანეში გადავიდა. იქიდან ისევ წმინდა ანას სავანეში დაბრუნდა და კვლავ გამოცდილ ბერს ეძებბდა ხელმძღვანელად. გულმოდგინე ლოცვის პასუხად ღმერთმა მიუვლინა ასეთი ხელმძღვანელი მამა გერასიმეს სახით, რომელიც მაშინ კატუნაკიში ცხოვრობდა.მამა გერსიმეს მან თხოვა სქემა შეემოსა მისთვის და თავისთან დაეტოვებინა. ბერმა შეუსრულა სურვილი და მამა ილარიონი წმ. ბასილის სავანეში გადასახლდა და 10 წელი იქვე დარჩა. ერთხელ მამა ილარიონი მეზობლებმა მოინახულეს და ჰკითხეს: სად ჯობია ყოფნა? აქ თუ იერუს
... კითხვის გაგრძელება »
ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი, როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს - საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. მას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდევაც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს, თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.
მორწმუნენი ხშირად მოგვმართავენ კითხვით, თუ რა შინაარსი დევს „იუდას კომპლექსში“.
აი, რას გულისხმობს ეს ცნება:
ა) პირველ რიგში, ჩვენ მოვიაზრებთ რელიგიური ადამიანის აგრესიას იუდას დანაშაულებრივი ქცევის მიმართ. ის განიხილება სატანის იარაღად, ტიპურ დამნაშავედ იმ წრეში, რომელიც უფალს გარს ერტყა მის მიწიერ ცხოვრებაში. იმ მზაობას, რომლითაც მორწმუნე თავს ესხმის იუდას, შეგვიძლია იუდას კომპლექსი ვუწოდოთ.
ბ) გარდა ამისა, იუდას კომპლექსს ნებისმიერი დანაშაულისადმი ზემგრძნობელობის რეაქციაც ახლავს. გავიხსენოთ როდესაც საიდუმლო სერობისას უფალმა ბრძანა: „რომელმან თანაყოს ჩემ თანა ხელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე“, - იუდამ შესძახა: „ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ?..“ (მათე 26,23-25). ამგვარად, როცა ადამიანი პირისპირ აღმოჩნდება ბრალდების წინაშე, შესაძლებელია, მისი პირველი რეაქცია შეკითხვა-გაოცება იყოს: „ნუთუ შეიძლება, დამნაშავე ვიყო?“
საზოგადოებაში გამრავლებული ბოროტების კვალდაკვალ, ხშირად გვესმის, რომ უკვე მოახლოვდა ბოლო ჟამი. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია კემულარია
– მამა ანდრია, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აშკარაა ბოლო ჟამის ნიშნები, თქვენ რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით და, კერძოდ, რა ნიშნებზეა საუბარი?
– ბოლო ჟამი ის თემაა, რომელზეც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს კარგია. წმიდა მამებიც მოგვიწოდებენ, მოვუყვეთ სხვებს ბოლო ჟამის ნიშნებზე, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საკმაოდ დიდ სულიერ საშიშროებას შეიცავს. წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება არის ბოლო წიგნი წმიდა წერილისა, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის მიწიერი ისტორიის დასასრულისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისის მოვლენებზე. ის აცოცხლებს ჩვენში სარწმუნოებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვცდილობთ ვიცხოვროთ იმით, რაც წერია წინა წიგნებში – სახარებაში, მოციქულ
... კითხვის გაგრძელება »
ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა დაღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს აქეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:
- გადააგდეთ ზღვაში ის ბოთლი, ქალმა რომ გამოგატანათ, რადგან იმ ქალის სახით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.
მაშინვე შეასრულეს წმიდანის ნება. გადააგდეს ზღვაში ზეთიანი ჭურჭელი, ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წ
... კითხვის გაგრძელება »