E ღირსი მამა შიო მღვიმელი (მე-6 საუკუნე) - 1 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 1 » ღირსი მამა შიო მღვიმელი (მე-6 საუკუნე)
18:32
ღირსი მამა შიო მღვიმელი (მე-6 საუკუნე)
ხსენება 9 (22) მაისი, ყველიერის ხუთშაბათი

წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას.

წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც.

საქართველოში ჩამოსული შიო, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სარკინეთის მთებში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში დასახლდა. ეს ადგილი განსაკუთრებით უკაცრიელი იყო და საცხოვრებლად ძნელი, მაგრამ მამა შიოს საზრდელს მტრედი უზიდავდა. ერთ დღეს ამ სასწაულის მომსწრე გახდა ფარსმან მეფის მხედართმთავარი ევაგრე, რომელზეც ნანახმა ისე იმოქმედა, რომ სამუდამოდ წმინდა მამასთან დარჩა და ბერად აღიკვეცა. ფარსმანს ეწყინა ევაგრეს ბერად შედგომა და თვითონ წავიდა წმინდა შიოს სანახავად. მან ბერის სახეზე ისეთი ნათელი იხილა, რომ გვირგვინი მოიხსნა და დაუჩოქა. წმინდა მამამ წამოაყენა და გვირგვინი თავისი ხელით დაადგა. მოხიბლულმა მეფემ სავანეს უამრავი თვალ-მარგალიტი და სიმდიდრე შესწირა, რათა იმ ადგილას ტაძარი აეგოთ. როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მეფე კათოლიკოსთან ერთად ჩაბრძანდა შიომღვიმეში და მის კურთხევას დაესწრო.

წმინდა მამა ღირსი შეიქმნა ეხილა ღვთისმშობელი, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად გამოეცხადა მას, აკურთხა და გაძლიერება აღუთქვა.

წმინდა შიო მღვიმელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მას ბერებმა შესჩივლეს, მონასტრის ფარას მგელი შეეჩვია და მოსვენებას არ გვაძლევსო. მამა შიომ ილოცა და შემდეგ მგელს უბრძანა ამიერიდან არა თუ არ ევნო ცხვრებისთვის, არამედ ემწყემსა კიდეც. მართლაც, რამოდენიმე წელიწადი მგელი მორჩილად ასრულებდა წმინდა მამის ლოცვა-კურთხევას. ბოლოს, მამა შიოს შეეცოდა მგელი და ტყეში გაუშვა, თან დააბარა, თქვენმა მოდგმამ მონასტრის ფარას არაფერი ავნოსო. მართლაც, ამ ამბის შემდეგ მონასტრის ცხვრებს მხეცები აღარ აწუხებდნენ.

შიომღვიმის მონასტერი თანდათან იზრდებოდა. მალე იქ ორი ათასამდე ბერი მოღვაწეობდა, რომელთაც მამა შიო ბერულ ცხოვრებას ასწავლიდა. რამოდენიმე წლის შემდეგ წმინდა მამამ წინამძღვრობა ევაგრეს გადაულოცა, თვითონ კი მონასტერში არსებულ მღვიმეში განმარტოვდა და თხუთმეტი წელი ასე გაატარა.

წმინდა შიო მღვიმელი გარდაცვალების შემდეგაც იქმოდა სასწაულებს. კერძოდ, ყველიერის ხუთშაბათს (დიდმარხვის, ანუ სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირის ხუთშაბათს) მისი წმინდა ნაწილები მღვიმიდან ამოიწევდა ხოლმე და ჰაერში ჩერდებოდა. ამიტომ საქართველოს ეკლესიამ ყველიერის ხუთშაბათს წმინდა შიო მღვიმელის ხსენება დააწესა.

ღირსი შიო მღვიმელის
ტროპარი

სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი

ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის.

ლოცვა ღირსისა მამისა შიოსადმი

ჰოჲ, ყოვლად-ღირსო, ღმერთ-შემოსილო მამაო შიო მღვიმელო, ანგელოსთაებრ მგალობელო, ნათლის-მცემლისაებრ პატივ-ცემულო, ღირსთა შორის გჳრგჳნო, მონოზონთა წინამძღუარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტიანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.

ჰოჲ, ყოვლად სანატრელო ღუთივ-სულიერო მამაო შიო მღვიმელო, ვარსკულავო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგუფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა და განანათლე ღუთივ-დაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამონაზუნო წესნი, განაძლიერენ ღუთის მსახურნი და ყოველნი მართლმდიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე, მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაჲთა ყოველნივე შეგჳწყალნეს დიდითა წყალობითა თჳსითა.

ჰოჲ, ყოვლად-პატიოსანო მამაო წმიდაო შიო მღვიმელო, მზეებრ შარავნდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგჳფარენ თაყუანის-მცემელნი ღუთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გჳჴსნენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისამ არანედ ევედრე ყოვლად-წმიდასა სამებასა, რათა მოგუმადლოს მშვიდობაჲ და სიმრთელე, კაცთმოქალაქეობით სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით განბრწყინვებაჲ, ქველის-საქმით განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გჳრგჳნოსნებაჲ, და საუკუნო დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობაჲ და სულსა წმიდასა თაყუანისცემაჲ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ყოველივე ჴორციელი ნებაჲ დაუტევე და ღუთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო შიო მღვიმელო, მადლი სათნოებისაჲ ზეცით მოიღე და ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბწყინევდი საღმრთოთა მოქალაქეობითა და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ ღირსო, ვინაცა კადნიერებაჲ გაქუს მამისა მიმართ, ევედრე ყოვლად-სახიერსა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისაგან და ვნებულებისა.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1330 | დაამატა: ketevani | ტეგები: ... Аз воздам | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024