E „ისე და იქ უნდა ემსახურო უფალს, როგორც და სადაც თავად ღმერთი მოითხოვს“ (პატარა ისტორია მეუფე თეოდორეზე) - 9 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 9 » „ისე და იქ უნდა ემსახურო უფალს, როგორც და სადაც თავად ღმერთი მოითხოვს“ (პატარა ისტორია მეუფე თეოდორეზე)
17:37
„ისე და იქ უნდა ემსახურო უფალს, როგორც და სადაც თავად ღმერთი მოითხოვს“ (პატარა ისტორია მეუფე თეოდორეზე)

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) საუბარი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ყოველი ადამიანი თავისი გზით და თავისებურად მიდის უფალთან. ამიტომაა ჩვენი ცხოვრება საინტერესო. ყველანი სხვადასხვანაირები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ეძლევა ის, რაც მას სჭირდება. სწორედ ამაშია უდიდესი მადლი, უდიდესი სიბრძნე უფლისა“

დავიბადე ქალაქ სიღნაღში. ბოდბის მონასტერში კომუნისტების დროს საავადმყოფო ყოფილა გახსნილი და მეც სწორედ იქ დავბადებულვარ. მშობლები აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობდნენ. შვიდი წელი იქ დავყავით. მერე მამამ ობსერვატორიას თავი დაანება და მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდა თელავში. მეც იქვე მიმიყვანეს სკოლაში. ათი კლასი ისე დავამთავრე, ტაძარში თითქმის არც შევსულვარ. ისეთი დრო იყო, ეკლესიაში სიარულს არავინ გვირჩევდა.
* * *

შემდგომ ამისა თბილისში ჩამოვედი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. იქაც ისე ვისწავლე რამდენიმე წელი, რომ, ჩემდა სამარცხვინოდ, არც ერთ ტაძარში ფეხი არ შემიდგამს. პირველად სიონში შევედი, ისიც - მერაბ კოსტავას დასაფლავებაზე.

ეს ჩვენი სტუდენტობის დრო იყო, 1988-1989 წლები, როდესაც ეროვნული მოძრაობა უფტო მეტად გამოიკვეთა, ეროვნული სული უფრო მეტად ამაღლდა. ყოველივე ამან იმაზე დაგვაფიქრა, რომ დედაეკლესია განსაკუთრებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის.

მოგვიანებით ცოტათი გაგვიტყდა გული (ეს უკვე 9 აპირილის შემდგომ პერიოდში მოხდა) - იდეალები, რომელთათვისაც ვიბრძოდით, თანდათან ქრებოდა და ჩვეულებრივი ცხოვრება იწყებოდა. მე კი რაღაცას ვეძებდი, მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის რაიმე შემემატებინა. მშენებელი ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი პროფესიით ისეთს ვერაფერს გავაკეთებდი - ჩემნაირი მშენებელი ხომ უამრავი იყო საქართველოში.

და სწორედ ამ დროს წავიკითხეთ განცხადება: საფარის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები იგეგმებოდა და წასვლის მსურველთა ჯგუფს კრებდნენ. მე და ჩემმა ამხანაგებმა ვიფიქრეთ: რაკი ეროვნულ მოძრაობაში მაინცდამაინც ვერ ვიპოვეთ საკუთარი თავი და ადგილი, მოდი, წავიდეთ, იქნებ მცირედი მაინც გავაკეთოთ ეკლესიისთვისო.

ჩავედით საფარაში. მონასტერი მოქმედი აღმოჩნდა, ჩვენ კი არც ქცევის წესები ვიცოდით და არც არაფერი, პირჯვარსაც ვარ ვიწერდით სწორად. ასე ვთქვათ, სულიერად და რელიგიურად სრულიად გაუნათლებლები ვიყავით. ბავშვობაში კი მომნათლეს (საქართველოში ასე თუ ისე ყველა მონათლულია), მაგრამ ნათლობის არსი, მნიშვნელობა გააზრებული არ მქონდა.

მაშინ საფარის მონასტრის წინამძღვარი მამა სერგი (ჩეკურიშვილი) გახლდათ. მისი ქადაგებით, მოღვაწეობით ვისწავლეთ ყველაფერი. ერთი თვე ვიმუშავეთ აქ და ამ ერთ თვეში ლოცვაც დავიწყეთ, აღსარებაც ვთქვით, ვეზიარეთ კიდეც... ასე ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას.

მონასტერმა, მონასტრულმა ცხოვრებამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დავინახე, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობდნენ, ჭეშმარიტად უფლისათვის, ქვეყნისათვის წირავდნენ თავს და სხვა არაფერი ამოძრავებდათ (რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი ეროვნული მოძრაობის ბევრ მონაწილეზე). ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მონასტერს დიდი მიმზიდველობა ჰქონია... ბერობა გადავწყვიტე. მახსოვს, მამა სერგი ქადაგებდა. ჩვენ გარშემო ვუსხედით. საუბრისას სულ იმას იმეორებდა წუხილით, საქართველოს ძალიან ცოტა ბერ-მონაზონი ჰყავსო. ამ სიტყვებს რომ ვისმენდი, გავიქიფრე, აი, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის-მეთქი. ამის მერე უკვე ვცდილობდი, ამ განზრახვისთვის ხორცი შემესხა, მოვმზადებულიყავი, მებრძოლა. ბერობა იყო ჩემი მიზანი და სხვა აღარაფერი მინდოდა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა იოლი არ ყოფილა...


* * *

ბერობა რომ გადავწყვიტე, სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს (იგი ამჟამად სიონში ბრძანდება). ვიცოდი, რომ დედა ღვთისმშობელი ბერებისა და მონაზვნების განსაკუთრებულ მფარველად ითვლებოდა. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, მივახლებოდი, თაყვანი მეცა და მეთხოვა, გავეძლიერებინე და მონაზვნობის მადლი მოენიჭებინა. როგორც კი საშუალება მომეცა, მივედი და უპირველესად ეს შევთხოვე.

არ გასულა დიდი დრო და ისეთი განსაცდელი შემემთხვა, ეკლესიას კინაღამ სულ დავანებე თავი... შემეშინდა და აღსარებაში ვთქვი. მოძღვარმა ამიხსნა: როცა უფლისგან რაიმეს ვითხოვთ, იგი გვცდის, განსაცდელს მოგვივლენს, რათა გამოჩნდეს, რამდენად მტკიცენი ვართო. მივხვდი, რომ განსაცდელი ჩემს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა და ერთხანს მეშინოდა კიდევაც, ბერობა მეთხოვა. სიონში რომ მივდიოდი, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე ტაძარში და კუთხეში დავდგებოდი - ღვთისმშობლის ხატს ვემალებოდი; ვიცოდი, მასთან რომ მივსულიყავი, აუცილებლად ბერობას ვთხოვდი (ამის სურვილი არ გამნელებია), არადა, განსაცდელისაც მეშინოდა!

ნელ-ნელა გამიარა შიშმა და ხატთან მიახლება გავბედე. მერე მეორედ მივედი, მესამედ... ბოლოს ღვთისმშობლის წყალობით მართლა მომეცა მადლი, ბერი გავმხდარიყავი. ახლა, როცა იმ ჩემს ბავშვურ საქციელს ვიხსენებ, მეღიმება ხოლმე.


* * *

ბერად საფარაში აღვიკვეცე, 1991 წელს (როგორც მახსოვს). მოულოდნელად დამიძახა მამა სერგიმ და მითხრა, ერთი კვირის შემდეგ უნდა აღგკვეცოო. ცხადია, ამ დღეს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონასტერში დავიწყე ცხოვრება, მორჩილი გავხდი, აღარ ვჩქარობდი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ უფალს შევწირე თავი და დანარჩენზე - როდის რა მოხდებოდა - აღარ ვნერვიულობდი, თუმცა კი სურვილი დიდი მქონდა.

ზოგს ჰგონია, რომ ბერად აღკვეცაში არის რაღაც სევდიანი, მწუხარე. მინდა ვთქვა, რომ მსგავსი სიხარული ცხოვრებაში არ განმიცდია! ყველა საიდუმლო, რომელიც ეკლესიაში სრულდება, უდიდესი სიხარულის მომგვრელია - დიაკვნად კურთხევაც, მღვლად ხელდასხმაც, ეპისკოპოსად დადგენაც, - მაგრამ როცა ბერად აღკვეცის წესს ვკითხულობ, სულ სხვა გრძნობა მეუფლება.


* * *

ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა შეგუება. საერთოდ, ამ გზაზე მშობლების წინააღმდეგობას სხვადასხვაგვარად უშვებს უფალი: თუკი მშობელი ხედავს, რომ შვილმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოოდ განსაზღვრა თავისი მომავალი, ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ თუ ადამიანი ჭოჭმანობს, წინააღმდეგობა გაცილებით დიდია. ასე რომ, ყველაფერი მაინც ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარებს.

მაშინ ბერობა განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. ზოგს ავადმყოფები ვეგონეთ, ზოგს - ისეთები, ზოგს - ასეთები, მაგრამ, ღვთის მადლით, ოჯახისგან დიდი წინააღმდეგობა არ შემხვედრია. ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, რომ საკმაოდ დამოუკიდებლები ვიყავით. მახსოვს, რაც სკოლა დავამთავრე, მას მერე თითქმის სულ დამოუკიდებლად ვცხოვრობდი - თბილისში ჩამოვედი, აქ ვსწავლობდი, ჯარი მოვიარე... მაშინაც, როცა ცხოვების გზას ვირჩევდით, მეტი თავისუფლება გვქონდა.

დღეს, ჩემს სულიერ შვილებს რომ ვუყურებ, ნაკლებად დამოუკიდებელნი მეჩვენებიან. ხშირად მშობლები არ ასწავლიან შვილებს პასუხისმგებლობის აღებას, გადაწყვეტილების მიღებას. არადა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი ყველგან ხელჩაკიდებული კი არ ვატაროთ, ის ვასწავლოთ, თვითონ როგორ იცხოვროს სწორად.


* * *

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - 91 წელს გავხდი ბერიც, დიაკვანიც, მღვდელ-მონაზონიც და საფარის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის დროებით შემსრულებელიც.

ეპისკოპოსად რომ მაკურთხეს, ბოდბის ეპარქიაში გამამწესეს. ბოდბე ჩემთვის საოცრად საყვრელი ეპარქიაა, მშობლიური ეპარქიაა, რადგან იქ დავიბადე. მშობლიურია ჩემთვის ახალციხეც, სადაც ორი წლის შემდეგ გადამიყვანეს - იქ მოხდა ჩემი სულიერი დაბადება, სულიერად იქ ავიდგი ფეხი.

ამჟამად ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველი ვარ. შესაძლოა, მთლიანად ვერ ვმართავ ამ ტერიტორიებს, მაგრამ მარტო მათი სახელების ჩამოთვლაც კი საოცარ სიხარულს მგვრის.


* * *

მართალი უთქვამს მეუფე საბას, როცა ჯგუფელები ვიკრიბებით, ხშირ-ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, პროფესიით მარტო მე და მეუფე ვმუშაობთო. მართლაც საოცარი პროფესია გვაქვს - მშენებელი. იყო დრო, როდესაც ეკლესიაში ყველაზე მეტად იგრძნობოდა აღმშენებლობა. დღესაც ვცდილობთ. ადამიანს განათლება იმიტომ ეძლევა, რომ გამოიყენოს... ღმერთმა ქნას, შეიცვალოს ვითარება საქართველოში, შენება იყოს.


* * *

ძალიან ხშირად დავდიოდით ხოლმე ზაგორსკის მონასტერში, ბერიც, მონაზონიც, ბევრი მინახვს, მაგრამ განსაკუთრებულიად მამა სერგის (ამჟამად - მეუფე სერგის) ვიხსენებ, ჩემს მოძღვარს, რომლის მეშვეობითაც მოვედი ეკლესიაში. ის იყო მაგალითი ჩემთვის. შემდგომ კი, როცა უწმინდესი გავიცანი, უამრავი რამ ვისწავლე მისგან.


* * *

ბერად აღკვეცის შემდეგ, სამწუხაროდ, ძალიან მალე მომიხდა მონასტრის დატოვება. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან იქ სულ სხვა რამისთვის მივედი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევეწინააღმდეგოთ უფლის ნებას, ჩვენი თავგანწირვა, თავშეწირვა ხომ სწორედ ამაში მდგომარეობს. როდესაც ადამიანს უფლის სამსახურში ჩადგომა სურს, ისე და იქ უნდა ემსახუროს მას, როგორც და სადაც თავად ღმერთი მოითხოვს. ყოველივე მორჩილებით უნდა მივიღოთ და მთელი პასუხისმგებლობით აღვასრულოთ. ეს არის უმთავრესი და ამიტომ სწორედ ამას ვუსურვებ ყველას, ვინც უფლის მსახურების გზაზე აპირებს შედგომას.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე“, № 6, 2004 წ.

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1598 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024