გერგეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან
... კითხვის გაგრძელება »
არამედ გამარჯვებულიც გამოდიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და აფართოვებდა თავის კეთილისმყოფელ გავლენას.
რამდენადაც მართალია ის, რომ წმიდა ეკლესიაში ძირითადი მამოძრავებელი არის უანგარო. თავგანწირული სიყვარული, ასევე მართალია ისიც, რომ მის გარეთ მყოფ საზოგადოებაში უფრო ხშირად მთავარ მამოძრავებლად გვევლინება პატივმოყვარეობა, ფარისევლური თამისმოწონება, რომელთაც სრულიად სხვა, ცრუ და მავნე საწყისი შემოაქვთ ცხოვრებაში, შემოაქვთ შინაგანი შფოთი, თვით ახლობელთა დაშორებაც კი, გაუცხოება ერთისა მეორისგან, შევიწროება, საცდურნი, რომელთაგან განშორებაც წმიდა მოციქულმა გვიანდერძა (2 ტიმ. 3,5) და საერთოდ სრული არქონა ქრისტიანული სიყვარულისა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაშიც მდგომარეობს ეკლესიის სასიცოცხლო ძალა, რომლის წინაშეც ქედს იხრიან თვით მისი მტრებიც კი, და მისი კეთილ-ზნეობრივი მნიშვნელობა მორწმუნეთა ცხოვრებისათვის, ასე ვთქვათ, მისი სიცოცხლისუნარიანობა, უარიყოფა არაეკლესიურ საზოგადოებაში, რომლებიც დაშორდნენ
... კითხვის გაგრძელება »
სხვადასხვა ეკლესიებისა და სექტების სულ უფრო მზარდი რაოდენობის გამო, ბევრს უძნელდება პასუხი კითხვაზე: მაინც რომელია მათგან ჭეშმარიტი ეკლესია და არსებობს კი საერთოდ ჩვენს დროში ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესია? შესაძლებელია, ფიქრობენ ზოგიერთნი, თავდაპირველი სამოციქულო ეკლესია თანდათან დაიშალა და დღეს არსებული ეკლესიები წარსულში არსებული სულიერი სიმდიდრის - მადლისა და ჭეშმარიტების მხოლოდ ნამსხვრევებსღა ფლობენ. ზოგს კი სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის დავა უმნიშვნელოდ და წვრილმანად მიაჩნია. ისინი, ამგვარ შეხედულებათა გამო, ვარაუდობენ თითქოს თავდაპირველი ეკლესიის აღდგენა შესაძლებელია დღეს არსებული ქრისტიანული დენომინაციებიდან მათ შორის შეთანხმებისა და ურთიერთდათმობის გზით. ეს თვალსაზრისი საფუძვლად უდევს თანამედროვე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელიც არცერთ ეკლესიას არ ცნობს ჭეშმარიტად. მავანთა შეხედულებით კი, ეკლესიას პრინციპულად არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო ოფიციალურ ეკლესიებთან, არამედ ყოველთვის შედგებოდა ცალკეული მორწმუნეებისაგან, რ
... კითხვის გაგრძელება »
ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია. ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად - ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს. ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს სინდისის, გულის კარნახის მიხედვით, მაგრამ არ გამოირიცხება გონებაც. ერთადერთი ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება კი უცილობლად ერთადერთია) ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრულიც უნდა იყოს.
საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება.
პრობლემის გადასაწყვეტად საინტერესო ლოგიკას გვთავაზობს პროფესორი ანდრია კურაევი:
პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიან
... კითხვის გაგრძელება »
მახსოვს, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ავირჩიე გზა, რომელმაც წმინდა მთაზე, ღვთისმშობლის სავანეში მიმიყვანა. მონაზვნური ცხოვრებისკენ მიმავალი ეს გზა პირველად ჩემმა სათნო და მონაზვნობისმოყვარე დედამ, ამჟამად მონაზონმა თეოფანიამ დამანახა.
გერმანული ოკუპაციის პირველი მძიმე წლებში იძულებული გავხდი, უმაღლეს სკოლაში სწავლა შემეწყვიტა და მუშაობა დამეწყო. ამ დროს ვოლოს ძველი კალენდრის მიმდევარი ორი სამრევლო ეკლესიიდან ერთ-ერთში წმინდა მთიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზონმა დაიწყო მსახურება. ის იოსებ-ისიხასტის (ისიხია - (ბერძ.) მდუმარება, სიმშვიდე. ისიხასტი - ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან - გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას) ძმობიდან იყო. ეს ათონელი მღვდელმონაზონი ძალზე სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და სულიერი ცხოვრების წარმართვაში მეხმარებოდა. ის გახდა ჩემი სულიერი მამა. მისი რჩევებისა და მასთან საუბრის წყალობით მალე ვიგრძენი, რომ ჩემი გული საერო ც
... კითხვის გაგრძელება »
არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე
ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი
ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერ
... კითხვის გაგრძელება »
აღსარების საიდუმლოს საფუძველია მაცხოვრის მოწოდება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 4, 17).
ცეცხლოვანი მახვილით სამოთხის კართან მდგარი ქერუბიმის მსგავსად (დაბ. 3, 24), მოძღვარი მოუნანიებელ ცოდვილებს სასუფეველში შესვლას უკრძალავს, ხოლო მონანულთათვის კი შუამდგომელია უფალთან მათთვის ცოდვათა მისატევებლად.
აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად უფალი თანდათანობით ამზადებდა თავის მოწაფეებს. იესო ქრისტე ქვეყნად ცოდვილთა გამოსახსნელად მოვიდა. იგი თავად ამბობს: „...არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.“ (მთ. 9, 13), რამეთუ „..აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი.“ (მარკ. 1, 15). ხოლო მონანულთა მიმართ კი - „..მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,“- ამბობს იგი და თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით შეუნდობს ცოდვებს (ლკ. 7, 48).
ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.
მწუხარებას ზოგი ღვინით, ზოგი ტელეგადაცემებით, ზოგი ნარკოტიკით იქარვებს, მაგრამ თუ ადამიანი ამქვეყნად არ მიეჩვევა ლოცვას - ღმერთთან ურთიერთობას, თუ სულს არ განიწმენდს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, საიქიოში ყოველივე ამ „სიამოვნებებს“ ვეღარ გამოიყენებს, რადგან საიქიოში სულს სხეული აღარ გააჩნია და სა
... კითხვის გაგრძელება »
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთე იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის. დიალოგი
მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: „ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე...“
ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“
მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“
სამივე ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: „ადამიანო, მიპოვნე სა
... კითხვის გაგრძელება »