ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » სხვა..


სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს – ღრმა სიბერეში, ზოგსაც – ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს.

როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ღრმა მწუხარებითა და მდუღარე ცრემლებით მივაცილებთ მას იმქვეყნად. ამგვარი სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად რჩებიან ქვრივები, ობლები, უმწეო და უძლური მოხუცი მშობლები. ასეთ დროს ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ: როგორ უდროოდ გარდაიცვალაო. ვკითხულობთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი. ამგვარი ლაპარაკი თანდათან უხეშ დრტვინვაში გადადის და ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

შეიძლება თუ არა ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი მივიჩნიოთ „უდროოდ“ და მასზე გადამეტებული გლოვით ღვთის განგებაზე ვჩიოდეთ. ამის პასუხი მეოთხე საუკუნეში წამებული წმ. უარას ცხოვრებაში შეიძლება ვნახოთ.

უარას, როცა ის ჯარისკაცად მსახურობდა, უყვარდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1405 | დაამატა: ketevani | დრო: 27.10.2009 | კომენტარები (0)



რელიგიურ ექსტრემიზმს საპატრიარქო მფარველობს?

5 ივნისი, თბილისი. პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღოლი, მამა გიორგი ჩაჩავა მასზე განხორციელებულ თავდასხმაში წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღოლს, მამა დავით ქვლივიძეს ადანაშაულებს. თავდასხმა მამა გიორგის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა - მან "წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება? რელიგიურ ექსტრემიზმსა და ქართული ეკლესიის იზოლაციაში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.

5 ივნისს, ღამის 1-ის ნახევარზე სახლში მიმავალ პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღოლს მამა გიორგი ჩაჩავას თავს შინდისფერი ოპელის მარკის მანქანით დაესხნენ, რომელსაც წმიმდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი მამა დავით ქვლივიძე მართავდა. მამა გიორგის თქმით, მამა დავითი თავად იჯდა საჭესთან და ცდილობდა მისი მანქანის სავალი გზიდან გადაგდებას, შემდეგ კი მუქარის ტონით დაუწყო ,"საქმის გარჩევა? - ეს განცხადება გიორგი ჩაჩ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1587 | დაამატა: იონა | დრო: 27.10.2009 | კომენტარები (1)




ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები[1] და სასწაულები[2] უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა[3], ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს.

ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება[4], ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტეს[5 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1220 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (0)



მამა პაისი ათონელი
ხიბლსა და ხიბლში ჩავარდნილებზე

„მახსოვს ერთი ქალბატონი, ძალზე შეჭირვებული, რომელსაც კაცთაგან არავინ შეეწეოდა. უფალმა მისი დახმარება ისურვა და რაღაც ხილვა მოუვლინა. ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ქალს ასეთი რამ ჩააგონა: „ვინ იცის, ღმერთმა ღირსგყო ამგვარი ხილვის მხოლოდ იმიტომ, რომ უდიდესი მისია უნდა დაგაკისროს“. ქალმა ირწმუნა ეშმაკისგან შთაგონგბული აზრები და ბოროტის მახეში გაება. მაგრამ ღმერთმა კვლავ შეიწყალა - ქალს მიეცა გამოცხადება, სადაც უხილავმა ხმამ ურჩია: „მისწერე წერილი მამა პაისის და მასში ყველა ხილვა აღწერე, რაც კი ოდესმე გქონიაო“. ქალმაც ყოველივე აღწერა და წერილი გამომიგზავნა. ხილვები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ყველა ეშმაკისგან. მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისმიერი. საბოლოოდ საცოდავმა ქალმა დამიჯერა და შეძლო, თავი დაეღწია ეშმაკის მიერ ხიბლით დაგებული ხაფანგისთვის“.
* * * ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1524 | დაამატა: ketevani | დრო: 26.10.2009 | კომენტარები (2)




აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი

რა არის რელიგია?

ადამიანი, სამყარო, რელიგია


რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე. ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი სიცოცხლე? - დაიბადა, მოინათლა, ისწავლა, იმუშავა, დაოჯახდა, შემდეგ შვილები იყოლია. შვილებს თავიანთი შვილები გაუჩნდათ, შემდეგ კ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1713 | დაამატა: იონა | დრო: 19.10.2009 | კომენტარები (0)




მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ახლოს. მამამისი, ვასილ ურგებაძე მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. იგი ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. მას აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა. მეუღლეს, (შემდგომში მონაზონი ანა), უკრძალავდა ბავშვების მონათვლას და ეკლესიაში სიარულს. არაერთხელ დამუქრებია მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაატოვებინებდა. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ, ოჯახის წევრები მამის სახელს – ვასიკოს, მამა გაბრიელს ეძახდნენ.
პატარა ვასიკო იყო ძალიან წყნარი. უყვარდა ქვიშაში თამაში, თუმცა სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ეკლესიებს აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 2964 | დაამატა: იონა | დრო: 16.10.2009 | კომენტარები (1)





საყვარელნო, რომელთაც დაგიტოვებიათ წარმავალ სოფელზე ზრუნვა და მისი უქმი საქმენი, კვლავ ნუ დაუბრუნდებით ამქვეყნიურ ამაო გარჯას. გეშინოდეთ ღვთისა და იცოდეთ, რომ სიმდიდრე წარმავალია, დიდება - ფუჭი, სილამაზე - ცვალებადი, მშვენიერება - განქარვებადი, ყოველივე ამა სოფლის დიდება ამაო, რომელიც სიზმარივით დავიწყებას მიეცემა, კვამლის მსგავსად გაიფანტება და აჩრდილივით გაქრება.
ამისთვის თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი" (ფსალმ. 38,5); ამა სოფლის საქმენი ცრუ, წარმავალი და ამაოა. მცირე დროის შემდეგ ყოველივეს დავტოვებთ, შიშველნი, როგორც ვიშვით, ისე გავალთ ამიერ სოფლიდან და მართლმსაჯულის წინაშე წარვდგებით. რაც აქ მოვიპოვეთ, აქვე დავტოვებთ და ყოველი შენაძენისაგან ცარიელნი, გასვრილნი და შერცხვენილნი, ზარდაცემულნი და შეძრწუნებულნი, თავდადრეკილნი და გულგახლეჩილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1049 | დაამატა: იონა | დრო: 13.10.2009 | კომენტარები (0)



ინტერაქტიული რუქა

ათონის მთის შესახებ:

ათონის წმინდა მთა (ბერძ. Hagion Oros ახ. ბერძ. Ajön Oros წმინდა მთა) მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა აშოლტილი.
ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში კარიესში. პროტატს ხელმძღვანელობს პროტი. მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტერის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი, ვატოპედი, .
ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1160 | დაამატა: იონა | დრო: 11.10.2009 | კომენტარები (0)




ლოცვა


ლოცვა ღმერთთან საუბარია. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი სრულიად მინდობილია ღმერთს და მისი ლოცვა მთავრდება სიტყვებით: იყავ ნება შენი ღმერთო! რადგან დარწმუნებულია, რომ ღმერთმა უკეთ იცის, რაა სულისათვის სასარგებლო. ამიტომ თავს მოწევნილ განსაცდელსაც კი მადლიერებით ხვდება. ლოცვის წინ აუცილებელია შეურიგდე შენს მტრებს, აპატიო მათ, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას არ ისმენს ღმერთი, თუმცა ბოროტება, უზნეობა, უნდა გძულდეს, ხოლო ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი გვებრალებოდეს. მის გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ და ვევედრებოდეთ ღმერთს. ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა და ჩვენც, თუ ღვთის შვილობა გვსურს, ყველა უნდა გვიყვარდეს.უნდა ვილოცოთ როგორც ცოცხალთა, ასევე გარდაცვლილთათვის, ღვთის წინაშე ხომ ყველა ცოცხალია.

ლოცვაში სასიამოვნო შეგრძნებებს და სიხარულს ნუ ეძიებ და თუნდაც ეს გრძობა გეწვიოს, მისით ნუ დატკბ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1287 | დაამატა: იონა | დრო: 10.10.2009 | კომენტარები (0)



დასახელება: სტუმრად პატრიარქთან
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრი: რელიგია, დოკუმენტური
რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილია
სცენარის ავტორი და პროდიუსერი: თამარ ბართაია.

აღწერა:

ფილმი 26-წუთიანია. მასში გამოყენებულია უშუალოდ პატრიარქის მიერ მონათხრობი ავტობიოგრაფიული მონაცემები, ასევე პატრიარქის საგალობლები. გადაღებები 2 წლის განმავლობაში თბილისში, მცხეთასა და ყაზბეგში მიმდინარეობდა.

ხანგრძლივობა: 0:24:44
ენა: ქართული
ფორმატი: AVI (DivX)
ხარისხი: DVDrip
ვიდეო: 344kb/s, 720x576, 25 f/s
აუდიო: Lame MP3, 320 kb/s (stereo)

გადმოწერა

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1402 | დაამატა: იონა | დრო: 10.10.2009 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024