ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » სხვა..



ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი“. ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1070 | დაამატა: იონა | დრო: 30.10.2009 | კომენტარები (0)



ბავშვი აგრესიის, შიშის, განცხადებული ანტიესთეტიზმის სიახლოვეს ყალბ და ძალიან საშიშ ინფორმაციას იღებს „სამყაროს მოწყობის“ შესახებ

ბოლო ათწლეულში სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შეცვლასთან ერთად რუსეთში ერთი ცვლილება მოხდა, რასაც უფროსებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. ძირეულად შეიცვალა ბავშვის სამყარო. თანამედროვე ბავშვების მშობლები, ბაბუები და ბებიები იმ დროს დაიბადნენ, როცა ბავშვთა სამყარო, არსებითად, ისეთივე იყო, როგორიც ასი, ორასი და ათასი წლის წინ. ბავშვები უყვარდათ ღარიბ ოჯახებშიც და მდიდარ ოჯახებშიც, მათ საუკეთესოს სთავაზობდნენ, კეთილშობილურ ზღაპრებს უყვებოდნენ, არიდებდნენ დიდების სამყაროს სირთულეებსა და პრობლემებს.

ეს სამყარო კი ბავშვებს საუცხოო, გამოუცნობი ეჩვენებოდათ. სურდათ, რაც შეიძლება მალე მოხვედრილიყვნენ იქ.

„აი, რომ გავიზრდები...“ - ამ სიტყვებით იწყებდა ოცნებას მომავალ ცხოვრებაზე ყოველი ბიჭუნა და ყოველი გოგონა. ცხოვრებაზე, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი, თუ არა საუცხოო...

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1473 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (2)



ყველაზე უფრო ამაღელვებელი წეს-ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის მიცვალებულთა მოხსენება და მათთვის ლოცვის აღვლენა.

წმინდა ეკლესია, გააცილებს რა მომაკვდავი ადამიანის სულს უკანასკნელ გზაზე, არც შემდეგში ტოვებს ამ სულს ლოცვითი შეწევნის გარეშე. მთელი რიგი გულისამაჩუყებელი თხოვნებით, რომლებიც ეგრეთწოდებულ პანაშვიდის ლოცვას შეადგენენ, ეკლესია თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილისთვის ცოდვების მიტევებას და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს; აგრეთვე, ცდილობს შეამსუბუქოს იმქვეყნიური ხვედრი ადამიანისა იმ ძალით, რომლითაც ევქარისტიის საიდუმლოა აღბეჭდილი. სახელდობრ, ლიტურგიის პირველი ნაწილის, პროსკომიდიის დროს, მორწმუნეებს თავიანთ ახლობელ მიცვალებულთა მოსახსენებლად მიაქვთ სეფისკვერები, რომელთაგან ხდება კვეთა და იმავდროულად აღნიშნულ მიცვალებულ პირთა სახელების მოხსენიება. წირვის დასასრულს, მორწმუნეთა ზიარების შემდეგ, ხდება ამ ნაწილთა ჩაშვება ბარძიმში, რომელშიც წმიდა ნაწილები განისვენებენ და ასე ხდება მათი შეხება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1139 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (1)



როგორ დავიწყოთ

საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?

პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.

რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მცირედმორწმუნეობაში ხშირად თვით მოციქულებსაც ამხელდა, მათ, ვინც მისი მრავალრიცხოვანი სასწაულები იხილა და ვინც - მისგან ბოძებული სულიწმიდის მადლითა და წყალობით - თავადაც სასწაულებს აღასრულებდა. „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1070 | დაამატა: იონა | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)



რატომ ვიწერთ პირჯვარს?

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგან ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2).

ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1130 | დაამატა: იონა | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)




ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ამქვეყნად ადამიანის მოვლინების უმთავრესი მიზანი, რა დანიშნულება აქვს მის არსებობას. როგორც წესი, ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, მიწიერი პრობლემებით დაკავებულნი, რომ რატომღაც არ სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს ყოფას? როდესღაც, ცხოვრების რაღაც წუთებში ალბათ ყველას გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომ არც არის სათვალავში მისაღები. ასეთ მოკლე ხანში პასუხსაც ვერ იპოვნი და თან ვინ ინტერესდება გაიგოს, თუ რა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დროს ეს არის! მისთვის თავის შეწუხება, როცა ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ზედმეტად დროის ხარჯვად, რაღაც აბსტრაქტულ, განყენებულ კითხვაზე უნაყოფო ფიქრად, ერთგვარ არანორმალურ გადახვევადაც კი შეიძლება მოჩანდეს ამგვარი წიაღსვლები. არადა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის არ არსებობს: რისთვის შვა უფალმა ადამიანი?

ცნობილ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1110 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)




როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „მეტად დიდი ხიბლია ადამიანისთვის იმის დაშვება, რომ იგი ამ მდგომარეობაში არ იმყოფება, ყველა მოტყუებული ვართ, ცდუნებულნი, ყალბ მდგომარეობაში, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს“. იმავეს ამბობს მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუკოვსკი): „თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას. გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი - უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებების გამოვლენაზე - ესეც ხიბლია, მიიღე შექება, დატკბი მისით - ესეც ხიბლია“.

ამგვარი მიდგომა ადვილი შესაძლებელია გაზვიადებულად ჩათვალონ. თითქოს ასეთ განცდებს ვინ აცდება, თითოეულის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება ისინი. სულ იმაზე თუ იფიქრე, რომ ხიბლის, ამპარტავნების გამოვლენაა ეს, შეიძლება ზედმეტად დაიძაბო, დაბრკოლდე, ზოგ შემთხვევაში მართლაც კარგად გამოგივა რაღაც, როგორ გინდა არ შენიშნო, გონება თავისთავად აკეთებს ამას, გსიამოვნებს საკუთარი სიმარჯვის დანახვა, სხვამაც ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1103 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)




ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით ეკლესია ასწავლის მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. ამ მოძღვრების უეჭველობა ღვთიური მადლმოსილებით გაცხადებულია ყოველი მორწმუნის გულში, თუმცა, ურწმუნოებსაც შეუძლიათ, თუნდაც ადამიანური ლოგიკის წყალობით, გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ.

დეკანოზ ვალენტინ სვინციცკის წიგნში „დიალოგები“, ურწმუნოს ადამიანური ლოგიკისა და მორწმუნის ღვთივსულიერი მსჯელობის შეპირისპირებით დამაჯერებლადაა ნაჩვენები „მშრალი რაციონალიზმის“ უსუსურობა და სულის უკვდავების უტყუარობა.

შეგიძლიათ ამაში თქვენც დარწმუნდეთ.

უცნობი: მე აღსარებისთვის არ მოვსულვარ, მსურს მხოლოდ გაგესაუბრო რწმენაზე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მორწმუნე ვიყო დღევანდელი მეცნიერების პირობებში. მინდა გავიგო, რა დგას განათლებულ ადამიანთა რწმენის უკან... უკვდავება... რა იგულისხმება მასში - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვთქვათ, ცეცხლში ჩამაგდეს. ჩემი სხეულისგან დარჩება ნაც ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1167 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)




სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.

ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ისეთ უბრალო სამუშაო იარაღზე, როგორიც არის ნიჩაბი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამშენებლო დანიშნულებისათვის, ასევე ადამიანისათვის ფი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1157 | დაამატა: ketevani | დრო: 29.10.2009 | კომენტარები (0)



საზვერეები

მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან

1923-24 წლის ზამთარში ფილტვების ანთება დამემართა. 8 დღის განმავლობაში ტემპერატურა 40,8 გრადუსი მქონდა. დაახლოებით მე-9 დღეს მე დიდმნიშვნელოვანი ხილვა მქონდა.

ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც ბოროტი ძალა თავიდან ფეხებამდე დამივლიდა და მე ვაგრძელებდი ლოცვას. დროდადრო გონს მოვიდოდი და ვხედავდი საკუთარ მდგომარეობას.

უცებ ჩემს საწოლთან გაჩნდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი სტეფანე. მან შემომხედა და მითხრა: „წამოდი". მთელი გულით გავიხსენე ეკლესიის სწავლება, რომელიც შეეხება ყოველგვარი გამოცხადებისადმი ნდობა-არნდობის საკითხს და დავიწყე კითხვა ლოცვისა: „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი". მან წყნარი ღიმილით მოისმინა ლოცვა და თქვა „ამინ!" და სადღაც წამიყვანა.

ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1154 | დაამატა: ketevani | დრო: 27.10.2009 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024