ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » წმინდანთა ცხოვრება


ყოველი ხსენება წმინდანებისა და დღესასწაულთა ღირსშესანიშნავია ჩვენთვის, მაგრამ მაინც სულ სხვა სიდიადე აქვს დღევანდელ დღესასწაულს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას. ძველი აღთქმის მამამთავარი აბარაამი განთქმულია თავისი მტკიცე რწმენით უფლისადმი, წინასწარმეტყველი მოსე ცნობილია, როგორც კანონმდებელი სჯულისა; წინასწარმეტყველი ილია მოიხსენიება, როგორც ზეციური ცეცხლის გადმომყვანებელი; ისაია წინასწარმეტყველი ქებულია როგორც ღვთისმეტყველი ძველი აღთქმისა, სოლომონი განთქმულია თავისი სიბრძნით, მაგრამ ყველა ესენი ვერ შეედრებიან ცისა და ქვეყნის უწმინდეს დედოფალს - ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს - დედას ღვთისას. წმიდანები ძველი აღთქმისა ხედავდნენ ქრისტეს მხოლოდ ბუნდოვნად, გაურკვევლად. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი კი ღირსი გახდა, განკაცებული ღმერთი თვითონ ეტარებინა. მან დაიტია დაუტევნელი - ქვეყნიერების შემოქმედი. ასე, რომ ძმანო არავინ და არაფერი არსებობს სამყაროში ისეთი, რაც რითიმე აღემატება ღვთისმშობელ მარიამს. „ცანი უთხრობენ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1067 | დაამატა: ketevani | დრო: 29.11.2009 | კომენტარები (0)



წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია! ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1088 | დაამატა: ketevani | დრო: 09.11.2009 | კომენტარები (0)



წმიდა იოანე - ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა ს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1271 | დაამატა: nazi | დრო: 06.11.2009 | კომენტარები (5)




ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატატებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება.

პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1413 | დაამატა: ketevani | დრო: 05.11.2009 | კომენტარები (0)



რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო?

ახალმონათლულისთვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმიდა მამები ბავშვის აღზრდაში დიდ ყურადღებას ანიჭებენ სახელის დარქმევას. წმიდა მამა იოანე ოქროპირი იწუნებს იმ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ბავშვს ნათესავის ან ლიტერატურული გმირის პატივსაცემად არქმევენ სახელს. თუკი ნათესავი წმინდანია ან მას სამშობლოსათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული, მაშინ ამ ჩვეულებას არაფერი უდგას წინ.

მაგრამ წმიდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმიდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას, ამ შესანიშნავი სულიერი საზრდოთი გამოკვებოს საკუთარი სული.

ვთქვათ, ბავშვს მაინც რომელიმე ნათესავის ან სხვა სახელი დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1425 | დაამატა: იონა | დრო: 03.11.2009 | კომენტარები (0)



იმ ხანებში ღმრთის ნებით, მამა გრიგოლის კურთხევითა და კურაპალატის თანხმობით, მამა საბა იშხნის ეპისკოპოსად დადგინდა. ამ დროიდან მოყოლებული, იშხანი აღორძინდა და იქცა სულიერი განათლებისა და მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად.

შატბერდი
(გიორგი ბარისაშვილის ფოტო)

დიდად პატივცემული იყო მამა გრიგოლი ღმრთისაგან, ყველა ემორჩილებოდა მის სიტყვას, განსაკუთრებით კი სამეფო ოჯახი. ერთხელ, როდესაც სამივე ძმა ერთად იმყოფებოდა, მამა გრიგოლმა შესთავაზა კლარჯეთის მონასტრების მონახულება. პირველად მივიდნენ შატბერდში, შემდეგ ჯმერკს, ბერთას და დაბას. მეფემ და მთავრებმა დიდძალი შესაწირავი გაუნაწილეს მონასტრებს და ნეტარი მამების ლოცვა-კურთხევით, დიდი მადლიც მოიხვეჭეს. შემდეგ მივიდნენ ოპიზას, ილოცეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ხოლო იქიდან წარემართნენ ხანძთას და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაც მოილოცეს. მამა გრიგოლმა მონასტრების წინამძღვრებიც თან იახლა. კურაპალატმა და დიდებულებმა იხილეს, რომ ხანძთელი ბერები უმკაცრესი ბერ-მონაზვნური წესით ცხო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 2541 | დაამატა: ketevani | დრო: 01.11.2009 | კომენტარები (1)



VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს [1] ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. ღირსი გრიგოლი სამოელ წინასწარმეტყველივით, დედის მუცლიდანვე ღმრთისადმი იყო შეწირული, ხოლო სიყრმიდანვე იოანე ნათლისმცემელივით მარხულობდა და ღვინო და ხორცი არ უგემია. იგი ყრმობიდან არ მონაწილეობდა ბავშვურ თამაშობებში და განმარტოებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ მას დაყუდებულსაც უწოდებდნენ. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-განათლებისადმი, „რამეთუ მსწრაფლ დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა [2] და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. ამასთა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1339 | დაამატა: ketevani | დრო: 01.11.2009 | კომენტარები (0)



ხსენება 9 (22) მაისი, ყველიერის ხუთშაბათი

წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას.

წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც.

საქართველოში ჩამოსული შიო, წინამძღვრის ლოცვა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1328 | დაამატა: ketevani | დრო: 01.11.2009 | კომენტარები (0)




ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:

აბიბოს ნეკრესელი,
ანტონ მარტყოფელი,
დავით გარეჯელი,
ზენონ იყალთოელი,
თადეოზ სტეფანწმიდელი,
ისე წილკნელი,
იოსებ ალავერდელი,
ისიდორე სამთავნელი,
მიქაელ ულუმბოელი,
პიროს ბრეთელი,
სტეფანე ხირსელი და
შიო მღვიმელი

იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 3014 | დაამატა: ketevani | დრო: 01.11.2009 | კომენტარები (2)



ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგომირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოეს მონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლამ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყრო.

სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 1230 | დაამატა: ketevani | დრო: 30.10.2009 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 »
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024